ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა

Print this pagePrint this pageSend

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

1. დიდი საინვესტიციო პროექტები, ამგვარ პროექტებში მონაწილე ოფშორული კომპანიები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განახორციელებს რამოდენიმე გახმაურებული საინვესტიციო პროექტის მონიტორინგს, კერძოდ ჩვენ განვახორციელებთ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული და გახმაურებული პროექტების შერჩევასა და მათზე მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას ინვესტორის მიერ ვალდებულებათა შესრულების კუთხით. ჩვენ შევეცდებით დავადგინოთ რა ვალდებულებები იკისრეს ამ პროექტებში მონაწილე კომპანიებმა, რა შესრულდა ნაკისრი ვალდებულებებისგან და განხორციელების რომელ ეტაპზეა კონკრეტული პროექტები.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს. ჩვენ შევეცდებით სხვადასხვა ინტერნეტ რესურსის გამოყენებით მოვიპოვოთ ოფშორული ორგანიზაციების სარეგისტრაციო მონაცამები, დავადგინოთ მათი წარმომადგენლები საქართველოში და მათ კავშირი სახელმწიფოსთან.

შესყიდვების შესახებ მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციის თავს მოვუყრით ერთ პორტალზე, რაც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებასა, ამასთანავე დაინტერესებულ პირებს  საშუალებას მისცემს მარტივად მოიძიონ და დაამუშავონ მათთვის სასურველი ინფორმაცია.

2. მსხვილი ბიზნესის მესაკუთრეები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ გეგმავს რამოდენიმე სექტორში წამყვანი კომპანიების სადამფუძნებლო დოკუმენტების მოძიებასა და მათ ანალიზს, იმისათვის რომ დადგინდეს მესაკუთრეები და მათი შესაძლო პრივილეგიები სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ შევეცდები დავადგინოთ კავშირები აღნიშნული მსხვილი კომპანიის მესაკუთრეებსა და სახელმწიფოს შორის.

ჩვენი ორგანიზაცია შეეცდება გამოიკვლიოს მსხვილი კომპანიების საგადასახადო ისტორია, კერძოდ განხორციელდა თუ არა მათი სრული შემოწმება, შეიმჩნეოდა თუ არა კომპანია რაიმე სახის დავაში სახელმწიფოსთან ფინანასთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოში ან სასამართლოში. ამასთანავე გამოვიკლევთ მონაწილებოდა თუ არა კომპანია მსხვილ ცენტრალურ თუ რეგიონალურ ტენდერებში და რა შედეგებით დასრულდა ამგვარი ტენდერები. 

Grants
Staff