ბლოგი

როგორ მუშაობენ ახლადგახსნილი საავადმყოფოები

16 მაისი 2012

2011 წლის მარტიდან საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყოველკვირეულად ახლადაშენებული საავადმყოფოების გახსნა დაიწყეს.

21 წლიდან პარლამენტში – რას ფიქრობთ თქვენ?

07 მაისი 2012
საქართველოს პარლამენტის შენობა

რამდენიმე კვირის წინ მმართველი პარტია გამოვიდა ინიციატივით, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვას და პარლამენტის წევრობის ასაკობრივი ცენზის 25-დან 21 წლამდე დაწევას ითვალისწინებს. დღეს, 7 მაისს პარლამენტში შედგა შეხვედრა, სადაც ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის შედეგების შეჯამება მოხდა. გადაწყდა, რომ მიზანშეწონილია, ინიციატივა სტანდარტულ საკანონმდებლო პროცესის ფაზაში შევიდეს.

ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო რუსთაველ ამომრჩევლებს

03 მაისი 2012

რუსთავის საკრებულოს წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოკითხული რუსთავის მაცხოვრებლებიც ადასტურებენ.

გორის ტელევიზია მარეგულირებელ კომისიას ორმაგი სტანდარტების ქონაში ადანაშუალებს

28 აპრილი 2012

გორის ადგილობრივი ტელევიზია „თრიალეთი-TV” საქართველოს სიხშირეების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ადგილობრივი კონკურენტი ტელევიზიისადმი განსაკუთრებულ მობყრობაში ადანაშაულებს.

რამდენად გაზღვევთ სოციალური დაზღვევა

26 აპრილი 2012

ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა ხელმისწავდომი ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად და იგი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2011–2015 წლის ჯანდაცვის სტრატეგიული გეგმის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ახალი პოლიტიკის შედეგად, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 90.000–ზე მეტი მოქალაქე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სახელმწიფო დაზღვევას იღებს.

ვის გადაეცა სიმბოლურ ერთ ლარად ქონება ბათუმში

19 აპრილი 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2011 წლის განმავლობაში აჭარის  ა/რ მთავრობის მიერ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გასხვისებული ქონებით დაინტერესდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ გასულ წელს აჭარის მთავრობამ 52 ობიექტი გაასხვისა პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად.

,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტში არსებითი ცვლილებები შევიდა

17 აპრილი 2012

საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 10 აპრილს მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

info@transparency.ge

თბილისი, საქართველო

რუსთაველის გამზ. 26, 0108 ტელ:+ (995 32)292 14 03 ფაქსი:+ (995 32)292 02 51

ბათუმი, საქართველო

26 მაისის ქ. 36/ჯინჭარაძის 10, 6010 ტელ:+ (995 422 ) 29 44 88