ბლოგი
კორუფციის აღქმის ინდექსი 2010: რას გვეუბნება საქართველოს 68–ე ადგილი?
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.8 ქულა მიიღო და 68-ე ადგილი დაიკავა. „კორუფცისს აღქმის ინდექსი“ ზომავს საჯარო სექტორში აღქმული კორუფციის ხარისხს 178 ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იგი შემუშავებული და გამოქვეყნებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სათავო ოფისის მიერ ბერლინში.
საჯარო ინფორმაციის გაცემა არ არის სასამართლოს ვალდებულება?
„თქვენს მიერ გამოთხოვილი მასალების მოძიებისათვის საჭიროა საქმეების სისტემატიზაცია და საარქივო დამუშავება, რაც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს. სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლოს აპარატი დაკავებულია სასამართლოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებისა და მის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებით.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომუნიკაციის მექანიზმები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დახვეწას საჭიროებს
დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიასთან“ შეხვედრიდან ჩვენ შევიტყვეთ, რომ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს (განსაკუთრებით თბილისის გარეთ მყოფებს), მიუხედავად მათი მხრიდან მრავალი მოთხოვნისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბოლოდროინდელი ძალისხმევისა, კვლავ აქვთ პრობლემები სახელმწიფოს ახალი სტრატეგიებ
მესტია: ოპოზიციის აქტივისტებთან დაკავშირებულ ინციდენტებთან კითხები კვლავ რჩება
2010 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში მესტიაში ხელისუფლებადმი კრიტიკულად განწყობილ ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებულმა ზეწოლამ ჩაახშო ოპოზიციის ხმა სვანეთში დაწყებულ აქტიურ ტურისტულ სეზონზე.
პროკურატურა ადანაშაულებს რუსთავის მერიას 1,5 მილიონი ლარის ღირებულების სარწყავი მილების უკანონოდ გასხვისებაში
განახლებული ინფორმაცია 20/10/2010: ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოძიებამ დააკავა აუქციონზე გამარჯვებული ორი პიროვნება, რომლებმაც მოახდინებს სარწყავი მილების უკანონო ამოღება. გამოძიების ცნობით ამ დროისათვის იკითხებიან ქ.რუსთავის მერიის თანამშრომლები და უახლოეს მომავალში გადაწყდება მათი ბრალეულობის საკითხი. დაახლოებით ერთი წლის წინ, ქ.
თბილისის საკრებულო დევნილთა განსახლების საკითხით დაინტერესდა, თუმცა ახალი ამბების სააგენტოს მიერ მოწოდებული არაზუსტი ინფორმაცია ცრუ იმედებს ბადებს
ინტერპრესნიუსის მიერ ორი დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში (ითხოვს რეგისტრაციას) გაიპარა არაზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თბილისის საკრებულომ დევნილთა და განსახლების სამინისტროსაგან მიიღო გარანტია, რომ
ცრუ განგაში დევნილთა ელექტროენერგიის სუბსიდიების შეწყვეტის შესახებ ცხადყოფს მათთვის განკუთვნილი შეღავათების შესახებ არსებულ გაურკვევლობას
აგვისტოს ბოლოს ერთ–ერთი დევნილი დაგვიკავშირდა და შეგვატყობინა, რომ ახალ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის თვიური სუბსიდირება შუწყდათ.
უფრო დამოუკიდებელი და ქმედითი კონტროლის პალატა?
უკანასკნელ ხანებში, რამოდენიმე გახმაურებული გამოძიების წყალობით, საქართველოს კონტროლის პალატა საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს არის ინსტიტუციური სიძლიერის დემონსტრირება, თუმცა საკითხავია რამნდენად მიიღებს ბოლოდროინდელი პოზიტიური ტენდენცია მუდმივ ხასიათს. ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ასე იქნება.
- 1
- 2
- მომდევნო ›
- ბოლო»