ბლოგი
პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის ფაქტების შემოწმება: იძულებით გადაადგილებული პირები
იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხმა 2011 წლის 11 თებერვალს პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. ასევე დომინირებდა ეს საკითხი პარლამენტის წევრების, გიორგი ახვლედიანისა (ქრისტიან-დემოკარტიული პარტია) და პაატა დავითაიას (პარტია „ჩვენ თვითონ”), შემდგომ გამოსვლებში.
კონტროლის პალატა აუდიტის ძირითად შედეგებს აქვეყნებს
ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ინსიტუტი 25 საქმის მონაცემებს აქვეყნებს, თუმცა კონტროლის პალატის მიერ სახელმწიფო დაწესებულებებში ჩატარებული უმეტესი აუდიტის შედეგებზე ონლაინ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. კონტროლის პალატის მუშაობის ეფექტურობის შეფასება კვლავ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან არც მთავრობა და არც პარლამენტი არანაირ განახლებულ ინფორმაციას არ აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგო
პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა: ფაქტების შემოწმება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას თავის ყოველწლიურ მიმართვაში აღნიშნა, რომ „Financial Times”–მა საქართველო კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად გამოაცხადა. ჩვენ შევამოწმეთ „Financial Times“–ის როგორც ონლაინ, ისე ბეჭდვითი გამოცემების არქივი და ვერ მოვძებნეთ პრეზიდენტის განცხადების დამადასტურტებელი სტატია.
ზურაბ ჟვანია - 6 წლის შემდეგ
ზუსტად 6 წლის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს. ჟვანია, როგორც პარლამენტის სპიკერი შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, წამყვანი ძალა იყო რეფორმისა და დემოკრატიისათვის. მოგვიანებით კი 2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერიც. ზურაბ ჟვანია ღირსეული ადამიანი იყო. მას სწამდა დემოკრატიისა და პლურალიზმის ძალის და როლის.
ახალი საგადასახადო ომბუდსმენი შესაძლებელია ინტერესთა კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდეს
ეს სტატია განახლდა: 7 თებერვალს 1 იანვრიდან ძალაში შესულმა ახალმა საგადასახადო კოდექსმა საგადასახადო ომბუდსმენის თანამდებობა დააწესა.
სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლებისა და პრემიების მონიტორინგი
რამდენია მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავალი საქართველოში? ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავალი ფორმალურად საჯარო ინფორმაციაა, თუმცა მონაცემები არ არის თანმიმდევრული და ზოგიერთი სამთავრობო უწყება, საჭიროების გარეშეც კი, ცდილობს დამალოს ეს ინფორმაცია.