ბლოგი
რეფერენდუმი თუ არა?
მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, პარლამენტარების რაოდენობის ახლანდელი 150-დან 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს. ეს, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს. მაგრამ, მმართველი პარტიას ეს მარტივად შეუძლია მოაგვაროს, თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობის გათვალისწინებით. ამის მიუხედავად, შესაძლოა, ეს კონკრეტული საკითხი ამომრჩევლების გადასაწყვეტი აღმოჩნდეს რეფერენდუმის გზით.
გაცდენილი სხდომები და კენჭისყრის პულტებით მანიპულირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში
წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ - ერთ მთავარ პრინციპს კანონმდებლის მიერ საკუთარი ხმის თავად დაფიქსირება წარმოადგენს. ეს უზრუნველყოფს კანონმდებლის ანგარიშვალდებულებას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და ასახავს მის დამოკიდებულებას ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან მიმართებაში.
საპარტნიორო ფონდი ეკონომიკის განვითარებისთვის: გამჭვირვალობის პრობლემა
2011 წლის თებერვალში, პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ შექმნის წინადადებით გამოვიდა, რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა და პრემიერის ხელმძღვანელობით, მინისტრებისგან დაკომპლექტებული სამეთვალყურეო საბჭო მართავს. საბჭო, თავის მხრივ, პრეზიდენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. კანონმდებლებმა მთავრობის ინიციატივა მესამე მოსმენით აპრილში დაამტკიცეს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ფონდის შექმნის მთავარ მიზანს შეფერხებული პროექტების დასრულება, ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს.
საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმა, განმარტებები
საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით სხვადასხვა შემოთავაზება არსებობს. რეფორმის შედეგად მიღებული საარჩევნო სისტემის საბოლოო ფორმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ–ერთი მთავარი წინაპირობა იქნება.