ბლოგი

სოციალური ქსელი, როგორც დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საშუალება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკანასკნელ ხანებში პოპულარიზაციას უწევს სოციალური ქსელის აქტიურ გამოყენებას. Mმისი აზრით, ეს უნიკალური შანსია მოქალაქეებისათვის, მიიტანონ თავიანთი სათქმელი ხელისუფლების წარმომადგენლებამდე. ბაქრაძის განცხადებით, სოციალური ქსელით აქტიური სარგებლობა პრიორიტეტული უნდა იყოს ხელისუფლების ნებისმიერი წევრისათვის, რადგან ამ უკანასკნელთა მოვალეობაა ჰქონდეთ უწყვეტი პირდაპირი კონტაქტი ხალხთან.

მერიის წარმატებული მცდელობა- მოქალაქეების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში

მერიის სამსახურმა შექმნა ახალი ვებგვერდი, სადაც თბილისის მოსახლეობას შეუძლია, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ხმა მისცეს იმ საკითხებს, რასაც ის ქალაქისთვის პრიორიტეტულად თვლის. გვერდის მომხმარებლებს შეუძლიათ, კენჭი უყარონ ხარჯების გაზრდას, მათ შემცირებას, დატოვონ ხარჯები იგივე ან საერთოდ გააუქმონ დაფინანსება რიგი პროგრამებისათვის. ჩვენ ვთვლით, რომ ეს შესანიშნავი ინიციატივაა. ის წაახალისებს მოქალაქეებს, ჩაერთონ ქალაქის მართვაში და უზრუნველყონ ფულის ხარჯვა ისეთ პროგრამებზე, რომლებიც ყველაზე საჭირო და აუცილებელია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ეწვიოს ვებგვერდს და შეავსოს კითხვარი.

იმერეთში ავტომაგისტრალის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრება ეწირება

როგორც ცნობილია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე დაგეგმილია საავტომობილო მაგისტრალის გაყვანა თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის გავლით.

საპარტნიორო ფონდის შესახებ

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას სტრატეგიული განვითარების 10 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა.

ფოთის მერიას საკომპენსაციო ფული არ აქვს, გთხოვთ, თავად დაანგრიეთ ავტოფარეხები!

2011 წლის ფოთის ბიუჯეტში ერთ–ერთ ძირითად პრიორიტეტად განისაზღვრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისთვის სპორტულ გამაჯანსაღებელი მოედნების მოწყობა. ინიციატივას ფოთელებიც მიესალმებოდნენ მანამ, სანამ შეიტყვეს, რომ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო იყო მათ საკუთრებაში არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი ყოველგვარი კომპენსციის გარეშე. როგორც აღმოჩნდა, ქალაქ ფოთის 2011 წლის ბიუჯეტში ავტოფარეხების დემონტაჟისთვის საჭირო საკომპენსაციო თანხები არ გაუთვალისწინებიათ.