ქართული ლატარია ნაციონალიზაციის შემდეგ საქართველოს ფოსტას მმართველობის უფლებით გადაეცა
საქართველოს მთავრობის მიერ ლატარიის მონოპოლიის დე ფაქტო რენაციონალიზაცია განხორციელდა, რასაც ქართული მედიის მხრიდან სათანადო ყურადღება არ დაეთმო. საქართველოს ლატარიის კომპანიის კუთვნილი 70% გადაეცა საქართველოს ეონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ ეს წილი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საქართველოს ფოსტას მმართველობის უფლებით გადასცა.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სატყეო მმართველობის ახალი სისტემის დანერგვას იწყებს
გასული თვეების მანძილზე არაერთი დისკუსია და მსჯელობა გაიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ დისკუსიების შედეგად წამოიჭრა, საქართველოში ტყეების განკარგვას უკავშირდება. ვარდების რევოლუციის შემდეგ აღნიშნული საკითხი ხშირად იყო განხილვის საგანი.
საკუთრება მესტიაში, შერჩევით აღიარებული ტრადიციული საკუთრება
მესტიაში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია დღეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა მიწებს ტრადიციულად, მკვიდრი მოსახლეობის ადათ-წესებითა და წინაპართა მიერ მიწების შეთანხმების წესით გადანაწილების პრინციპით ფლობს.
„გამჭვირვალობა – ვანუატუს“ პრესრელიზი ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვანუატუს ოფისმა 29 ივლისს გამოქვეყნა პრესრელიზი ვანუატუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდიბელ სახელმწიფოდ აღიარებასთან დაკავშირებით. ქვემოთ წარმოდგენილი პრესრელიზი არ გამოხატავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოსაზრებებს. პრესრელიზის თარგმნის და გამოქვეყნების მთავარი მიზანი იყო გვეჩვენებინა ჩვენი კოლეგების საქმიანობის შედეგები. ამავდროულად ვფიქრობთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რაც პრესრელიზშია მოცემული. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით „გამჭვირვალობა – ვანუატუს“ პროექტის კოორდინატორს ფრანსის ბრაიარდს შემდეგ მისამართზე transparency@vanuatu.com.vu.
“გოლდენ კომის” შეთავაზება სიხშირეების მართვასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ “ალფა-კომის” 4 წლიანი მმართველობის უფლება შ.პ.ს.