2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი: ანალიზი და რეკომენდაციები
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი (ასიგნებები) 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით 657 მილიონი ლარით (8.1%) იზრდება. 2013 წლის ბიუჯეტი ქვეყნის ახალი მთავრობის პრიორიტეტებს ასახავს, რაც სოფლის მეურნეობა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა და განათლება და მეცნიერება იქნება. მთავრობამ ამ სამი ახალი პრიორიტეტის განხორციელება 2012 წლის დეკემბერშივე დაიწყო.
მერაბიშვილის განცხადება: ემუქრება თუ არა საქართველოს საბიუჯეტო კრიზისი?
როგორც ცნობილია, 2013 წ. 15 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა. ყოფილი პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო. გვსურს იმ არგუმენტების მოკლე ანალიზი შემოგთავაზოთ, რომლებიც ბატონმა მერაბიშვილმა თავისი მოსაზრებების დასასაბუთებლად მოიშველია.
განცხადება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდა, რის შემდეგაც, საზოგადოებაში გაჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ საჯარო სამსახურებშიც დაიწყებოდა სერიოზული რეორგანიზაცია. დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სამსახურებში მართლაც სერიოზული ცვლილებები განხორციელდა ან მიმდინარეობს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვა
საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიას ქვეყნის უზენაეს კანონში მორიგი ცვლილებების პროექტის პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ზუგდიდში ხმაურისა და შელაპარაკების ფონზე მოუწია. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეძახილებითა და სტვენით შეხვდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადება პროკურატურის მიერ ინტიმური ხასიათის ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების შესახებ
15 იანვარს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პროკურატურას არ დაურღვევია ინტიმური ხასიათის ფარულ ვიდეოჩანაწერებში მონაწილე პირების უფლებები, რადგანაც ჩანაწერებში ასახული პირების ამოცნობა შეუძლებელი იყო.
რამდენად კანონიერია თენგიზ გუნავას გუბერნატორად წარდგენა
საქართველოს პრეზიდენტმა 10 იანვარს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ბრალდებული თენგიზ გუნავა წარადგინა. ამ გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში შეკითხვები გაჩნდა. მიგვაჩნია, რომ გუნავას გუბერნატორად დანიშვნა არ იყო უკანონო.
შეუძლია თუ არა პროკურატურას პარლამენტარის დაკითხვა?
25 დეკემბერს ზუგდიდის პროკურატურამ როლანდ ახალაია დაკითხვაზე გამოიძახა. ეს არ იყო პარლამენტარის პროკურატურაში დაბარების პირველი შემთხვევა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაკითხვაზე ასევე დაიბარეს პარლამენტის წევრები დავით საყვარელიძე და პაატა ლეჟავა.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა აჭარის უმაღლეს საბჭოს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს კანონპროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებების თანახმად, უსკოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წლიდან 4 წლამდე მცირდება.
ჯანდაცვის სექტორში კონკურენციის რეგულირების ახალი კანონპროექტის შესახებ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გააანალიზა საქართველოს პარლამენტის წევრის ბატონ კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და აღნიშნავს შემდეგს: