საბოლოო ანგარიში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიისთვის, 14 ივლისი

Print this pagePrint this pageSend

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებოდა 15 მარტიდან (არჩევნების დღის დანიშვნამდე) არჩევნების შედეგების შეჯამებამდე. ორგანიზაცია ყურადღებას ადმინისტრაციული რესურსების ოთხ ძირითად სახეობაზე ამახვილებდა. ესენია: სამართლებრივი (მარეგულირებელი), ფინანსური, ინსტიტუციური (მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური) და ხისტი რესურსები. დაკვირვება ხორციელდებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თბილისის ოფისის თანამშრომლების, რეგიონული კოორდინატორების (თითო კოორდინატორი ყოველ რეგიონში და აჭარაში) და მედიაკონტაქტების საშუალებით. ინფორმაციის წყაროები იყო: მედიასაშუალებები (ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიები, პრესა და ინტერნეტგამოცემები), პოლიტიკური პარტიები, მათი რეგიონული წარმომადგენლები და აქტივისტები, ჟურნალისტები და დაინტერესებული მოქალაქეები. ინფორმაციის მიღება ხდებოდა უფასო ცხელი ხაზის მეშვეობითაც, რომელიც ფუნქციონირებდა ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

Tags: