ეს დოკუმენტი არის სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო დაწესებულებათა ხელმძღვანელების, ტექნიკური უზრუნველყოფის პერსონალისა და ვებ–დეველოპერების დახმარებას ღია მონაცემთა ბაზის ვებ–გვერდების შექმნისას. თუმცა, ჩვენ ვერ ვითვალისწინებთ ყველა შემთხვევას, რადგან „მონაცემები“ ფართო ტერმინია და ზოგიერთი სახის მონაცემების სრული საჯაროობისთვის მისი გავრცელების ისეთი ფორმებია საჭირო, რომლებიც ჩვენს შემთხვევაში განხილული არ იქნება. ამასთან ერთად, არსებობს ისეთი საკითხებიც, როგორიცაა, მაგალითად, მონაცემთა ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომელსაც აქ არ განვიხილავთ, თუმცა კი ეს საკითხები ძალზე მნიშვნელოვანია ვებ–გვერდის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის.
საჯარო მონაცემები ისეთი მონაცემებია, რომელთა გავრცელება არ არის შეზღუდული ისეთი მიზეზის გამო, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, უსაფრთხოება ან რაიმე სხვა ლეგიტიმური ინტერესი. ეს სახელმძღვანელო არ განიხილავს დეტალურად იმას, თუ რომელი ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო. მიუხედავად ამისა, სამთავრობო მონაცემები უნდა განიხილებოდეს როგორც საჯარო, თუ არ არსებობს საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში მყოფი სპეციფიკური მიზეზი მისი საჯაროობის შეზღუდვისთვის. ამასთან, განაწყვეტილება მონაცემთა გასაიდუმლოების შესახებ საჯარო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. თუ მონაცემების გასაიდუმლოება კანონის ფარგლებში ხდება, ეს მონაცემები რედაქტირებულ უნდა იქნეს და რედაქტირება მკაფიოდ უნდა იყოს ხაზგასმული, ხოლო მონაცემთა დანარჩენი ნაწილი საჯარო უნდა გახდეს ისევე, როგორც ინფორმაცია რედაქტირების მიზეზების შესახებ.
ღია (საჯარო) მონაცემები არის:
ეს სახელმძღვანელო მომზადებულია ფონდ „Sunlight“-ის, Access-Info Europe-ის, OpenGovData.org-ის და სხვა ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების საფუძველზე. დასაშვებია ამ დოკუმენტისა და მისი შინაარსის გამოყენება, შეცვლა და ხელახლა გავრცელება. ამასთან, ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს, რომ ეს ცვლილებები მათ ავტორებს ეკუთვნის და არა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ან „საერთაშორისო გამჭვირვალობას“.
ამ დოკუმენტთან დაკავშირებული საკონტაქტო პირი არის დერეკ დოლერი
გვერდის ბოლო ცვლილების თარიღია: 28 იანვარი, 2011