ზურა გველესიანი
ზურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეუერთდა 2011 წლის მარტში, როგორც იურისტის ასისტენტი. ამჟამად მას უკავია იურისტის პოზიცია და აქტიურადაა ჩართული ორგანიზაციის ადვოკატირებისა და სამართლებრივი დახმარების ცენტრის (ALAC) მუშაობაში.
ზურას აქვს კერძო სექტორში იურისტად და ადვოკატად მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება. 2007 წელს მან მოიპოვა ბალაკავრის ხარისხი სამართლისმცოდნობის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი გახდა სამართლის მაგისტრი 2009 წელს სტოკჰოლმის უნივერსიტეტში - ევროპის სამართლის მიმართულებით, 2010 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - კერძო სამართლის მიმართულებით.
წარსულში ზურა იყო Swedish Institute-ს და Compagnia di San Paolo-ს სტიპენდიანტი. ამჟამად იგი უძღვება სალექციო კურს - "ევროპის ბიზნეს სამართალი", ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
