ღია მმართველობის პარტნიორობის სპეციალური აუდიო ჩანაწერი
აპრილი 2012
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენლები ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ორგანიზაციის ვებგვერდზე ატვირთავენ მოკლე აუდიო ჩანაწერებს, იმის შესახებ თუ რა საკითხები განიხილება ბრაზილიის ღია მმართველობის პარტნიორობის წლიურ შეხვედრაზე. შეხვედრა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში მიმართულია მთავრობების ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ, საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისკენ და ტექნოლოგიების გამოყენებით მთავრობის ეფექტურად მუშაობის ხელშეწყობისაკენ. შეხვედრას 60 ქვეყნის მთავრობების და სამოქალაქო სექტორის წამომადგენლები ესწრებიან. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენლები ისაუბრებენ, შეხვედრაზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე და ყურადღებას გაამახვილებენ გამჭვრივალობასთან, ანტი-კორუფციასთან, სამოქალაქო სექტორის ჩართულობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და რა თქმა უნდა საქართველოზე. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს ელ-ფოსტაზე: ogp@transparency.ge მათზე პასუხს კი შემდეგი საღამოს აუდიო ჩანაწერში იხილავთ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენლები არიან:
- ეკა გიგაური, აღმასრულებელი დირექტორი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
- დერეკ დოლერი, ციფრული პროექტების მენეჯერი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
აგრეთვე, ვიმედოვნებთ, რომ სამშაბათის და ოთხშაბათის საღამოს აუდიო ჩანაწერებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს ვიხილავთ.
აუდიო ჩანაწერების ბმულები:
ორშაბათი, 16 აპრილი, 2012: ღია მმართველობის პარტნიორობის გაცნობა, შეხვედრის განხილვა. [გადმოტვირთე]
სამშაბათი, 17 აპრილი, 2012: მისასალმებელი გამოსვლები, რუსეთი შეუერთდა "ღია მმართველობის პარტნიორობას", რეგიონული სამოქმედო გეგმები ( სტუმარი გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) [გადმოტვირთე]
ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2012: სამოქალაქო საზოგადოება და "ღია მმართველობის პარტნიორობა" [გადმოტვირთე]
