ანტიკორუფციული კვირეული: 3-9 დეკემბერი 2014
27 ნოემბერი, 2014
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 3-დან 9 დეკემბრის ჩათვლით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აწყობს ანტიკორუფციულ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ჩვენი ახალი ანგარიშების პრეზენტაციები და დისკუსიები. კვირეულის მიზანია ჩვენი მიგნებების საფუძველზე შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციების წარმოდგენა სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების გაზრდისა და ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის დასახვეწად.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ. დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ: anticorruption@
