ENG

აჭარაში ქონების გასხვისება 1 ლარად (ნაწილი მეორე)

03 დეკემბერი, 2012

2012 წლის 19 აპრილს გამოქვეყნებულ ბლოგშისაერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოსაუბრობდა 2011 წლის განმავლობაში აჭარის / მთავრობის მიერ სიმბოლურ ფასად გასხვისებული ქონების შესახებ, რომელიც ხშირ შემთხვევაში უცნობი კომპანიებისთვის იყო გადაცემული. აღნიშნული კომპანიები კი კეთილისნდისიერად არ ასრულებდნენ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ჩვენი ორგანიზაცია ასევე დაინტერესდა 2009 - 2011  და 2012 წლებში 1 ლარად გასხვისებული ქონებით.

 

საკანონმდებლო საფუძველი:

ქონების გასხვისებას არეგულირებსაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებაჭარის / კანონი. 2007 წელს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მთავრობის თავმჯდომარეს (ერთპიროვნულად) გადაეცა ქონების გასხვისების უფლება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების მომზადება დაევალა. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით კი (2010 წელს მიღებული კანონით) მთავრობის თავჯდომარეს ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გადაეცა ექსკლუზიური უფლებამოსილება. კერძოდ, მას შეუძლია, თავისი შეხედულემისამებრ აირჩიოს მიყიდვის ფორმა, საშუალება და სუბიექტიც. ეს ინფორმაცია კი, როგორც წესიარ ვრცელდება საჯაროდ.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოგვაწოდა 2006 - 2012 წლის პირველ ნახევარში 1 ლარად გასხვისებული ქონების ნუსხა, ცხრილის სახით, სადაც აგრეთვე მითითებული იყო ხელშეკრულების დეტალები. სამწუხაროდ ამ ნუსხას არ ერთვოდა თვით ხელშეკრულებების ასლები.

 

ჩვენს ხელთ არსებული ცხრილით ირკვევა, რომ 2009 წელს აჭარის მთავრობამ სიმბოლურ ფასად მხოლოდ 2 ობიექტი გაასხვისამათ შორის აღსანიშნავია:

2009 წლის 29 ივლისს აჭარის მთავრობამ შპს ჰესტოკ ბათუმს მიჰყიდა ბათუმის გორა (.. ლენინგორა),  სადაც 36 თვის ვადაში ინვესტორმა უნდა ააშენოს ეკლესია, 45 თვის ვადაში კი უზრუნველყოს საბაგირო გზის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა. 39 თვის ვადაში არქიტექტურული პროექტისარგო ბათუმისსაფუძველზე .. ანურის მთის ტერიტორიაზე უზრუნველყოს გასართობი ცენტრის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა. ინვესტორი ვალდებულია, პროექტის განხორციელების შემდეგ 3 წლის განმავლობაში ობიექტზე დასაქმებულთა 90% საქართველოს მოქალაქეებით დააკომპლექტოს. კომპანიას დღემდე არ ააქვს შესრულებული ვალდებულებები. კერძოდ არ არის აშენებული გასართობი ცენტრი და არც ეკლესია, ხოლო საბაგირო გზა, რომელიც სავარაუდოდ 2013 წლის მარტისთვის უნდა შევიდეს ექსპლოატაციაში, თითქმის დასრულებულია.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული კომპანია 2008 წლის 30 ივნისსაა რეგისტრირებული და მის 100%-იან წილს შპსჰესტოკ ლიმიტედი“ (დიდი ბრიტანეთი) ფლობს. ხოლო მისი დირექტორის გიორგი ქავჟარაძის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება.

 

2010 წლის განმავლობაში 1 ლარად გასხვისებული ობიექტების რაოდენობა 19- შეადგენს. მათ შორის აღსანიშნავია:

2010 წლის 24 თებერვალს შპს კორაქსესს გადაეცა . გამსახურდიას 12–ში მდებარე 847 კვ. შენობანაგებობა და კოსტავას 20ში მდებარე 268 კვ.. სპორტული მოედანი. ინვესტორმა აიღო ვალდებულება 3 თვის ვადაში მოახდინოს . გამზახურდიას 12–ში მდებარე შენობის ფასადის რესტავრაცია, 5 წლის ვადაში ექსპლუატაციაში შეიყვანოს მცირე სასტუმრო-აპარტამენტების კომპლექსი, რომლის იერსახეც უნდა შეესაბამებოდესძველი ბათუმისუბნის განვითარებისთვის დადგენილ არქიტექტურულსამშენებლო ნორმებს. მოედანზე კი შპსკორაქსესმაუნდა მოაწყოს საზოგადოებრივი დანიშნულების სკვერი. ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 24 თებერვალი. . გამზახურდიას 12–ში მდებარე შენობის ფასადი რესტავრირებულია, ხოლო კოსტავას 20-ში სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. ზ. გამზახურდიას 12–ში მდებარე შენობის ფასადი რესტავრირებულია ხოლო კოსტავას 20ა-ში ჯერ არაფერია დაწყებული.

შპს ,,კორაქსესი” 2009 წლის 11 ნოემბერსაა რეგისტრირებული და მისი დირექტორი, ისევე როგორც 100%-იანი წილის მფლობელი, კონსტანტინე მხეიძეა.

2010 წლის 24 აგვისტოს შპს ,,ფაზის პლანთის სიმბოლურ ფასად გადაეცა დაბა ჩაქვში, ნინოშვილის . 12-ში მდებარე 348 კვ. შენობა-ნაგებობა და მისი 1379 კვ.. მიწის ნაკვეთით. ინვესტორი ვალდებულია 18 თვის ვადაში შენობის პირველ სართულზე მოაწყოს ჩაისა და ციტრუსოვანი კულტურის მუზეუმი. შპს ,,ფაზის ფლათისთვის'' გადაცემულ ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით მშენებლობა არ არის დაწყებული.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე წელსაც გაასხვისა სახელმწიფო ქონება 1 ლარად. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის 17 ობიექტია გასხვისებული.

2012 წლის 3 თებერვალს შპს დიეიჩ ჰოტელს ბათუმს გადაეცა კახაბრის დასახლებაში მდებარე 25 000 კვ.. მიწის ნაკვეთი, სადაც 2015 წლის 31 ივლისამდე უნდა აშენდეს 4 ვარსკვლავიანი, არანაკლებ 300 ნომრიანი სასტუმრო და კაზინო. დასაქმებულთა 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. შპს ,,დი-ეიჩ ჰოტელს ბათუმის’’ წარმომადგენელმა, ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაოები დოკუმენტალურ დონეზეა გაჩერებული. ამ მომენტისთვის სამშენებლო სამუშაოები არ განხორციელებულა, რის მიზეზადაც ფინანსური პრობლემები სახელდება.

კომპანიადი-ეიჩ ჰოტელ ბათუმი“ 2010 წლის 31 აგვისტოს დარეგისტრირდა და მის 100 %-იან წილს ოფშორულ ზონაში (ვირჯინიის -ები) რეგისტრირებულიისლანდ ასოსიეშენ ლიმიტედიფლობს.

2012 წლის 2  მაისს სს გომარდულს გადაეცა შუახევის სოფ. ბარათაულში მდებარე 528 396 კვ.. მიწის ნაკვეთი, სადაც 2013 წლის 20 დეკემბარამდე უნდა აშენდეს 10 სასტუმრო სახლი, რესტორანი, მინი სტადიონი და   გასართობი პარკი, რისთვისაც უნდა განხორციელდეს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია, შეიქმნას არანაკლებ 30 სამუშაო ადგილი, სადაც დასაქმებულთა 90% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. სსგომარდულიაქტიურ სამუშაოებს აწარმოებს. სამი კოტეჯი უკვე დასრულებულია და გაშვებულია ექსპლოატაციაში, ასევე იგეგმება დამატებით 5 კოტეჯის დასრულებაც.

2012 წლის 16 მაისს შპსBTM Textile”- გადაეცა დაბა ხელვაჩაურში მდებარე შენობა-ნაგებობა 18 834 კვ.. მიწის ნაკვეთით. მშენებლობის დაწყებიდან 18 თვის ვადაში ინვესტორმა უნდა ააშენოს სამკერვალო ფაბრიკა და დაასაქმოს საქართველოს 200 მოქალაქე. აღნიშნული კომპანია აჭარაში 2006 წლიდან ოპერიებს,  უკვე ფლობს სამკერვალო ფაბრიკას ხელვაჩაურში და მაღაზიათა ქსელს ,,ბრენდისსაფირმო სახელწოდებით. შპს BTM Textile უკვე ასრულებს სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობას, რომელიც სავარაუდოდ მომავალი წლის იანვარში უნდა გაიხსნას.

2012 წლის 11ივნისს შპს ბაკურს გადაეცა ხელვაჩაურში, სოფ. ორთაბათუმში მდებარე 25 971 კვ.. მიწის ნაკვეთი და სოფელ წინსვლაში მდებარე 1 788,7 კვ.. შენობანაგებობა, სადაც უნდა გაკეთდეს 150 მაყურებელზე გათვლილი კინოთეატრი და 800 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რისთვისაც უნდა განხორციელდეს 500 000 ლარის ინვესტიცია. ხელვაჩაურში სოფელ ორთაბათუმში და სოფელ წინსვლაში სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. თითქმის დასრულებულია კინოთეატრი, თუმცა სტადიონის მშენებლობა ჯერ არ არის დაწყებული.

2012 წლის 12 ივნისს შპსფერსთ მერჩანთაილ ინფრასთრაქშერ დეველოპმენტ ჯორჯიას გადაეცა ტბელ აბუსერისძის 17–ში მდებარე 21 192 კვ.. და ფიროსმანის 5-ში მდებარე 531 კვ.. მიწის ნაკვეთები. კომპანიის მიერ აღებული ვალდებულების თანახმად უნდა აშენდეს არანაკლებ 50 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა-ნეგებობა, რისთვისაც უნდა განხორციელდეს არანაკლებ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. დასაქმებულთა 90%– უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქე და მათი რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 200–ისა. კომპანია საქართველოში რეგისტრირებულია 2012 წლის 3 თებერვლს. მისი დირექტორიც და ერთადერთი დამფუძნებელიც აშშ მოქალაქე ფერნანდო მანოზო სოპოტია. 2012 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით არცერთ ობიექტზე სამუშაო დაწყებული არ არის.

2012 წლის 13 ივნისს შპს “STONE”– გადაეცა დაბა ჩაქვში, აბაშიძის N2–ში მდებარე 1 500 კვ.. მიწის ნაკვეთი, სადაც 18 თვის ვადაში უნდა აშენდეს საწარმო და დასაქმდეს არანაკლებ 15 ადამიანი. საინვესტიციო თანხამ უნდა შეადგინოს 120 000 ლარი. აღნიშნული კომპანია 2012 წლის 25 მაისს, ხელშეკრულების დადებამდე 3 კვირით ადრეა რეგისტრირებული. შპს ''STONE'' ამ ეტაპისთვის არანაირ სამუშაო პროცესს არ აწარმოებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომიესალმება საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ერთ-ერთი ხელსაყრელი გარემოება მათთვის გარკვეული პირობების სანაცვლოდ ქონების სიმბოლურ თანხად გადაცემაც შეიძლება მოიაზრებოდეს. თუმცა, ის, რომ ხელისუფლება გასული წლების განმავლობაში არ ახდენდა საინვესტიციო პროექტების მონიტორინგს და სათანადო რეაგირებას ხელშეკრულების მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის, ბადებს კორუფციული გარიგებების არსებობის ეჭვებს.  

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომოუწოდებს ეკონომიკის სამინისტროს:

  • ზედმიწევნით შეისწავლოს გასული წლების განმავლობაში სიმბოლურ ფასად გაცემული ქონების ფაქტები.
  • განახორციელოს ინვესტორების მიერ საინვესტიციო პირობების შესრულების მონიტორინგი და გააკეთოს შესაბამისი რეაგირება იმ ინვესტორების მიმართ, ვინც ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

ჩვენი ორგანიზაცია შემდგომშიც გააგრძელებს სიმბოლურ ფასად გასხვისებული ქონებისა და მათი ახალი მფლობელების შესახებ ინფორმაციის კვლევას, ამასთანავე გავაგრძელებთ ინვესტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგსაც.

ბლოგში გამოყენებული ინფორმაცია ეყრდნობა აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ მასალებს. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მადლობას უხდის სამინისტროს თანამშრომლობისთვის. 

 

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო