ENG

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა – ახალი გამოწვევა საქართველოსთვის

04 დეკემბერი, 2013

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ იქნაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისპროექტი, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მეტად დეცენტრალიზება, უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განსახორციელებლად 2014 წელს გასაწევი სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარის გამოყოფა გახდება საჭირო, ხოლო 2017 წლამდე თანხა 120-დან 200-მდე მილიონი ლარით გაიზრდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისამოქმედების შემდეგ:

  • გაიზრდება თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში სულ 69 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულია, ხოლო რეფორმის შემდგომ მათი რაოდენობა დაახლოებით 120- გაუტოლდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით 13 ქალაქს მიენიჭება და მათ მიმდებარე სოფლებისგან შეიქმნება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ენიჭება მხოლოდ იმ ქალაქებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. მაგალითად: ჭიათურის მოსახლეობა მოითხოვს ჭიათურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, ჭიათურაში 2002 წლის მონაცემებით 14 600 მაცხოვრებელია დაფიქსირებული და შესაბამისად იგი სტატუსს ვერ მიიღებს.
  • მერს და გამგებელს მოსახლეობა პირდაპირი წესით, 3 წლის ვადით აირჩევს. აღნიშნული ვადა შიეცვლება 2017 წლიდან და ისინი 4 წლის ვადით იქნებიან არჩეული.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური რესურსები მნიშვნელოვნად გაიზრდება .. წილობრივი გადასახადის ხარჯზე. თვითმმართველი ერთეული ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაქმებული პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი იმავე თვითმმართველ ერთეულს დარჩება. ამასთანავე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არა საკუთარი შემოსულობის სახით სპეციალურ და მიზნობრივ ტრანსფერებთან ერთად, დამატებით კაპიტალურ ტრანსფერს1 მიიღებს.
  • თვითმმართველობის განხორციელებისათვის აუცილებელი ის ქონება, რომელიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდებარეობს და წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებას, ან დაყადაღებულია ან ყოფილი კოლმეურნეობების ბალანსზეა 2017 წლამდე გადავა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
  • 2014 წლიდან 2017 წლამდე შემცირდება ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულთა პირთა რაოდენობა, რადგან თითოეულ მუნიციპალიტეტში, 500 ამომრჩეველზე 1 საშტატო ერთეული იქნება განსაზღვრული. დღეს დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 14 ათასს აღწევს, ხოლო რეფორმის შემდეგ იგი 3 ათასით შემცირდება. 2017 წლის შემდგომ კი ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა კვლავ 14 ათასს გაუტოლდება.
  • არსებითად იცვლება გუბერნატორის ფუნქციები. თუ კი დღევანდელი მდგომარეობით გუბერნატორის ინსტიტუტის ძირითადი უფლებამისილება თვითმმართველობის ორგანოებზე სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელებაა, რეფორმის შემდეგ ეს ფუნქცია გადადის რეგიონული განვითარების სამინისტროს კომპეტენციაში. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინსტიტუტი შეიცვლის სახელწოდებას და გახდებამუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანებადა მისი უფლებამისილება იქნება: შესაბამისი ტერიტორიის განვითარების სტრატეგიის შექმნა და დამტკიცება; მის მართვაში გადაცემული საავტომობილო გზების მართვა; მის მართვაში შემავალი სხვადასხვა სახის კულტურული დაწესებულებების მოვლა-შენახვა; გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტების მყარი ნარჩენების გადამუშავება და უტილიზაცია და სხვა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიმუშავებს და 2014 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგენს  გაერთიანების მართვაში  გადასაცემი ობიექტების ნუსხის პროექტებს.

აღნიშნულ გაერთიანებას ასევე ეყოლება კოლეგიური ორგანო და იგი დაკომპლექტდება გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისაგან, რომელსაც უხელმძღვანელებს სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი.

  • სოფლებში შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც მოქალაქეობრივ საწყისებზე იმუშავებს და მისი ძირითადი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობა იქნება.

საზოგადოებრივი საბჭოს დაფუძნების ინიციატივის უფლება, დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 10 კაციან საინიციატივო ჯგუფს ექნება, იგი მხარდაჭერილი უნდა იქნეს დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლების არანაკლებ 10%-ის ხელმოწერით. ამასთანავე,  დასახლებაში შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი საბჭო. საზოგადოებრივი საბჭოს უფლებამოსილება ექნება მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში და მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამებით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევაში, დაგეგმვაში და განხორციელების მონიტორინგში. საზოგადოებრივ საბჭოს ასევე საკუთრებაში ან სარგებლობაში შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული ქონებაც.  

მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობა დიდი ხანია დგას ქვეყნის წინაშე. 2006 წელს განხორციელდა თვითმმართველობის სისტემის ძირეული რეფორმა, რომელიც სამწუხაროდ, თვითმმართველობის უფლებების შემცირებითა და სისტემის ცენტრალიზებით გამოირჩა. შედეგად მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა და შეიზღუდა მათი უფლებები. დღეს მოქმედი სისტემით ადგილობრივ თვითმმართველობებს პრაქტიკულად  არ გააჩნიათ მათივე ექსკლუზიური უფლებების განხორციელებისთვის საკმარისი სამართლებრივი ბერკეტები, კომპეტენცია და ფინასური რესურსები. გართულებულია სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და შედეგად თვითმმართველობები ვერ ახერხებენ მოსახლეობისათვის ადეკვატური მომსახურების გაწევას.

თუმცა, სახელმწიფომ არ უნდა იჩქაროს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელება და თითოეული საკითხი რომელიც, მის ინსტიტუციურ ცვლილებას გამოიწვევს, კარგად უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს. რეფორმის დაწყებამდე უნდა გაანალიზდეს შემდეგი საკითხები:

  • პროექტის ნაწილს არ წარმოადგენს საკადრო პოლიტიკის საკითხებში . თბილისის მერის უფლებამოსილების შეზღუდვის თემა, რომელიც 1 თვის წინ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატთა მიერ იყო ინიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ავტორებმა პარლამენტიდან გაიწვიეს, მისი განხილვა ერთიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთიანი რეფორმის  ფარგლებში ჯერ არ არის დაგეგმილი.
  • კოდექსის პროექტში ნათლად არ არის წარმოდგენილი თუ როგორ უნდა მოხდეს ახლად წარმოქმნილ მუნიციპალიტეტებს შორის საზღვრების გამიჯვნა ან უკვე არსებულ მუნიციპალიტეტებს შორის ზუსტი საზღვრების დადგენა, რაც დღეის მდგომარეობით დავის საგანს წარმოადგენს. ასავე, არაფერია ნათქვამი საჯარო დაწესებულებების მიმართ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულების დაკისრებაზე, რაც საჯარო უწყების გამჭვირვალობის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია.
  • შემოთავაზებული პროექტის თანახმად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, ანუ მაქსიმუმ 7 თვის ვადაში, უნდა დასრულდეს დაახლოვებით 50-მდე ახალი თვითმმართველობების ჩამოყალიბება, მათი ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის მოწყობა და აუცილებელი ტექნიკით აღჭურვა, ასევე ახლად შექმნილი თვითმმართველობის სხვადასხვა ორგანოთა დაკომპლექტება შესაბამისი კადრებით. საეჭვოა შეძლებს თუ არა ხელისუფლება ასეთ მოკლე ვადებში ამ მოცულობის სამუშაოების განხორციელებას.
  • გაუგებარია, თუ რატომ მცირდება ადგილობრივ თვითმმართველობებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 2014-2017 წლებში, ან რა განაპირობებს ამ რიცხვის კვლავ გაზრდას 2017 წლის შემდედ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2017 წლისათვის თვითმმართველობის რეფორმა სრულად უნდა იყოს დასრულებული.
  • კითხვებს აჩენს მოქალაქეობრივ საწყისებზე შექმნილისაზოგადოებრივი საბჭოსშექმნის მიზანი და საეჭვოა შეძლებს თუ არა ის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. ასევე, გაურკვეველია რა პრინციპით მოხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საინიციატივო ჯგუფის შერჩევა თუ სოფლის მოსახლეობის 10% რამდენიმე საინიციატივო ჯგუფს დაუჭერს მხარს, და ხომ არ გახდება ასეთი ვითარება სოფლის მოსახლეობას შორის დაპირისპირების მიზეზი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოეთანხმება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობას და მიესალმება მთავრობის ინიციატივას, რომელიც თვითმმართველობის დეცენტრალიზებისკენ არის მიმართული. მაგრამ, ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის მოდელის შეცვლასთან, ფინანსური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მინიჭებასთან არის დაკავშირებული, არ შეიძლება დაჩქარებულ ვადებში განხორციელდეს. მიგვაჩნია, რომ საკითხი გაცილებით სიღრმისეულ შესწავლასა და ანალიზს საჭიროებს. დადებითი შედეგის მიღწევისთვის აუცილებელია გაიზარდოს კანონპროექტის განხილვაში დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ჩართულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონპროექტის დაჩქარებულად მიღებით შესაძლოა გარკვეული რისკები წარმოიშვას, რაც ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში პარლამენტს შენიშვნების და რეკომენდაციების ვრცელ და დეტალურ დოკუმენტს წარუდგენს.


1კაპიტალურ ტრანსფერს მიეკუთვნება გაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ხიდების, გზების, კულტურის ობიექტების, საავადმყოფოების, სკოლების და სხვა შენობების ასაშენებლად ან შესაკეთებლად.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“