რომელი კომპანიები გვიგზავნიან SMS რეკლამებს?
კომპანიები განაგრძობენ სპამ SMS რეკლამების გზავნას, რითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს არღვევენ. გვსურს მოვუწოდოთ მათ პატივი სცენ კანონს, ასევე იზრუნონ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე. სწორედ ამიტომ, შევაგროვეთ და ვაქვეყნებთ იმ კომპანიათა სიას, რომლებიც საკანონმდებლო ნორმებს უგულვებელყოფენ.
აღნიშნული კანონის მე-5 და მე-8 მუხლების მიხედვით, SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია მოიპოვოს მომხმარებლის თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი ნომერი და email) დამუშავებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები მოპოვებული უნდა იყოს საჯარო წყაროებიდან. აღსანიშნავია, რომ “საჯარო წყაროს” ქართული კანონმდებლობა არ განმარტავს. ნებისმიერ შემთხვევაში, SMS-ების გამგზავნი პირი ვალდებულია შეატყობინოს მომხმარებელს, რომ მას აქვს უფლება უარი თქვას შეტყობინებების მიღებაზე, რასაც, კომპანიები, როგორც წესი, არ აკეთებენ.
SMS რეკლამების შესახებ განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმაც. მან კომპანიებს არსებული საკანონმდებლო ნორმები შეახსენა და მათი დაცვისკენ მოუწოდა, ასევე, შესთავაზა კონსულტაციები.
თუმცა, ინსპექტორის გაფრთხილების მიუხედავად კომპანიები განაგრძობენ SMS რეკლამებით მომხმარებელთა შეწუხებას. ისინი სარგებლობენ იმ ფაქტით, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი სრული ძალით მხოლოდ 2016 წელს ამოქმედდება და ინსპექტორს მხოლოდ მაშინ მიეცემა შემოწმების განხორციელებისა და სანქციების დაწესების უფლება.
იქამდე კი, ისღა დაგვრჩენია ამ კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის იმედად ვიყოთ. კომპანიების უპირველესი ინტერესი უნდა იყოს ის, რომ არ გაანაწყენონ და არ მოაბეზრონ თავი საკუთარ პოტენციურ კლიენტებს. ასეთ პირობებში ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილების საჯაროდ დაფიქსირება.
ჩვენ ვიწყებთ იმ კომპანიების სიის საჯაროდ გამოქვეყნებას, რომლებიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თანამშრომლებს ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე უგზავნიან SMS რეკლამებს (სიაში არ მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებმაც SMS-ების დაგზავნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მომხმარებელმა მათთან ქულების დაგროვების ბარათი აიღო). თუ ბოლო პერიოდში თქვენ სხვა კომპანიებისგანაც იღებთ სპამ SMS-ებს, შეგიძლიათ მათი ვინაობა კომენტარების სექციაში გაგვიზიაროთ.
კომპანია |
ვებსაიტი |
Alltours |
|
Alta |
|
Amboli |
|
ARAY Tomorrow |
|
Baldi |
https://www.facebook.com/pages/Baldi-Georgia/235976756520387 |
Bosch |
|
Carrefour |
|
Chic Bebe |
|
City Club |
|
Club 71 |
|
Elit Electronics |
|
GASA |
|
HInterior |
– |
KSB Bank |
|
Lotus |
|
MEDI |
|
Megaline |
|
Mnapoleone |
– |
Nissan |
|
OK |
|
RAK ceramics |
https://www.facebook.com/pages/RAK-Ceramics-Georgia/180549638773941 |
Safilo |
|
Salamander |
|
Samsung |
|
Smiley |
|
Techno Boom |
|
TK - Batumi |
|
ტურისტული სააგენტო “Sakartvelo” |
– |
Vivasun |
გაურკვეველი რჩება, თუ როგორ მოიპოვეს მობილური მარკეტინგის კომპანიებმა მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები და სხვა მონაცემები. მობილური კავშირის ოპერატორმა კომპანიებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განუცხადეს, რომ ისინი მომხმარებელთა ნომრებსა და მათ შესახებ ინფორმაციას მესამე მხარეს არ უზიარებენ და არც ყიდიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ასევე ესაუბრა GeoSMS-ს და Paradox Georgia-ს - კომპანიებს, რომლებიც მობილური რეკლამების დაგზავნით არიან დაკავებულნი - სადაც კომპანიებმა დაადასტურეს, რომ მათ მობილური ტელეფონის ნომრებისა და მათთან დაკავშირებული სხვა მონაცემების რამდენიმემილინიონიანი ბაზები აქვთ. თუმცა არც Paradox Georgia-მ და არც GeoSMS-მა ჩვენთან საუბარში არ დააზუსტა, თუ რა გზით მოხდა მათ ხელთ არსებული მონაცემების მოპოვება. კომპანიების წარმომადგენლების თქმით, კანონმდებლობა მათ არ ავალდებულებს წყაროს გამხელას და ათობით ათასი SMS-ის მომხმარებლების წინასწარი ნებართვის გარეშე დაგზავნა კანონს არ ეწინააღმდეგება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიესალმება პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის გაფრთხილებას კომპანიების მისამართით და მცდელობას მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ინსპექტორის ოფისს გამოსცეს სპეციალური სახელმძღვანელო წესები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართოს დაინტერესებულმა მხარემ მობილური მარკეტინგი კანონთან შესაბამისობაში.
ამასობაში კი, მომჩივან მოქალაქეებს შეუძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გაუგზავნონ იმეილი მისამართზე: office@pdp.ge, ან დაურეკონ ნომერზე: (+995 32) 21 46 831. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ინსპექტორის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე. ზემოთხსენებული კომპანიების წარმომადგენლებმა შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: diana.chachua@transparency.ge.
---
პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.