ENG

თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში

08 ნოემბერი, 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში. ასეთი შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 70-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2015 წელს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხა, სმენოდათ თუ არა მათ ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც საჯარო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი უსამართლო იყო და ხელმძღვანელობის მხრიდან უპირატესობა მეგობრებს, ნათესავებს ან პარტიის წევრებს მიენიჭათ. გამოკითხულთა 15%-მა განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ ხშირად სმენოდათ, 29%-მა კი აღნიშნა, რომ იშვიათად სმენოდათ.  
 
საჯარო სამსახურიდან მოხელეთა უკანონო გათავისუფლებისა და სამსახურში თანამშრომელთა მისაღები კონკურსების დარღვევებით წარმართვის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ 2012 წლის საპარლამენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დადგა. აღნიშნული პრობლემის არსებობაზე მიუთითებდნენ უზენაესი სასამართლო, სახალხო დამცველი და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები. ამავე დროს, ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამშრომელთა ატესტაციის და კონკურსების პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტები იცავდნენ იმ ათობით მოქალაქის ინტერესებს, რომლებიც საჯარო სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს, ან რომელთა უფლებებიც საჯარო სამსახურში მისაღები კონკურსისას დაირღვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ასევე გამოვიდა ინიციატივით, მომხდარიყო საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევის კრიმინალიზება, რასაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
 
ბუნებრივია, ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას. თუმცა საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე. ამავე დროს, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს.
 
საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის პრობლემასთან გასამკლავებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მომზადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს. მოვუწოდებთ ახალი მოწვევის პარლამენტს, სათანადო პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდოს საჯარო სამსახურში არსებულ გამოწვევებს და გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად.

კახეთი

გიორგი მჭედლიშვილი - 2013 წლიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

2014 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ლელა კურტანიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტია

დავით ჯორჯაძე - 2015 წლიდან ქ. თელავის საკრებულო - ფრაქცია „ქართული ოცნების “ თავმჯდომარე

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, მაია ჩიჩუა თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტია

ზურაბ არსენიშვილი - 2014 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ლელა ბერიაშვილი ააიპ თვითმმართველი თემი თელავის

მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა

დიმიტრი კალატოზიშვილი - გურჯაანის გამგებლის  მოადგილედ დაინიშნა 2014-ში

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ნანა რამაზაშვილი ხდება გურჯაანის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი.

ზურაბ ჩხეიძე - 2014 წლიდან ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო - თავმჯდომარის მოადგილე

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ლალი ავაზაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტია

გოჩა ქიტესაშვილი - 2014 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო - კომისიის თავმჯდომარე

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი შვილი, მაკა ქიტესაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტია

ნიკოლოზ ხუციშვილი - 2013/14 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2015 წლიდან -  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო - ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, მაკა გიგოლაშვილი დედოფლისწყაროს გამგეობაში იურიდიული სამსახურის მთავარი
სპეციალისტის პოსტზე იწყებს მუშაობას.

ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა  2014 წლიდან

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე ციური ზურაბაშვილი ამავე გამგეობაში სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა

 

აჭარა

ჯუმბერ აბულაძე - 2014 წლიდან სსიპ-აჭარის სატყეო სააგენტო - უფროსის მოადგილე

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი შვილი, ჯაბა აბულაძე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ბუღალტერის თანაშემწეა.

სულიკო სურმანიძე - 2014 წლიდან ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი შვილი, გიორგი სურმანიძე ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსია

კუკური უმფრიანი - 2012 წლიდან აჭარის მუნიციპალიტეტის საკრებულო - კომისიის თავმჯდომარე

2013 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ეკა მიქიანი აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტის პოზიციას იკავებს

 

გურია

გია გიორგაძე - 2009 წლიდან მუშაობს ჩოხატაურის გამგეობაში. 2014 წელს ინიშნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად

2014 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი შვილი, ვაჟა გიორგაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კურორტ ბახმაროს ბუღალტერია

კობა დუნდუა - 2015 წლიდან ქალაქ ოზურგეთის მერის მოადგილე

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე,, თინათინ ნადირაძე ააიპ - ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის

კულტურისა და მოსწავლე

ახალგაზრდობის ცენტრის პროექტებისა და პროგრამების სპეციალისტია

გიორგი ღურჯუმელიძე - 2013 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა - გამგებლის მოადგილე

2015 წლიდ დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ნათელა ზედგინიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ინიშნება

 

სამეგრელო-ზემო სვანეთი

ქეთევან ხარძიანი - 2014 წლიდან მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, 2015 - ამავე გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ბესიკ ჯაფარიძე ააიპ მესტიის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილეა

გოჩა დგებუაძე - 2014 წლიდან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე, ლალი ნადარია ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მედ. სტატისტიკოსია.

გელა კინწურაშვილი - 2015 წლიდან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა - სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი

2015 წლის დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე, ეკატერინე ჯოჯუა ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სპეციალისტია

მაიზერ ნანავა - 2014 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო - კომისიის თავმჯდომარე

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე, ნინო ქარჩავა ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სპეციალისტია

ბესიკ ნაჭყებია - 2014-15 წელს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი

2014 წლის დეკლარაციის მიხევით, მისი მეუღლე, ინგა ბერაია ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის

კულტურის ცენტრის სპეციალისტი გახდა

მურთაზ ბოკუჩავა - 2015 წლიდან ქ. ზუგდიდის მერია - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი შვილი, ნინო ბოკუჩავა ააიპ - ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის წამყვანი სპეციალისტი ხდება.

პაატა ჩაგანავა - 2014 წლიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო,

საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;

2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ეკატერინე თოფურია ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის

ტურიზმის და სოციალური კვლევის

ცენტრის განყოფილების უფროსი ხდება;

ზაურ ჩართოლანი- 2014 წლიდან მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეა.

2015 წლის დეკლარაციით მისი მეუღლე, ეკა უშხვანი ა(ა)იპ მესტიის სპორტის ცენტრის სამთო და ზამთრის სპორტის სახეობების სექტორის ხელმძღვანელია;

რუსლან კილასონია - 2012 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2014 წლიდან - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი

2012 წლის დეკლარაციის თანახმად მისი მეუღლე, ლარისა აქუბარდია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპეციალისტის პოზიციას იკავებს;

 
 

სამცხე-ჯავახეთი

გიორგი ჭანკოტაძე - 2014 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა - იურიდიული კონსულტაციების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისი ძმა, დავით ჭანკოტაძე ააიპ  ბორჯომის ცენტრალური

(ისტორიული) პარკის იურისტია

შოთა ბერიძე - 2014 წლიდან ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობა - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი

2015 წლის დეკლარაციით მისი მეუღლე, ლელა თამარაძე ააიპ ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღმზრდელია. 2014 წელს იმავე დაწესებულებაში იდენტურ პოზიციაზე თავად შოთა ბერიძე მუშაობდა.

სტეფან ეზოიანი -ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2014 წელს დაინიშნა

2016 წელს დეკლარაციით მისი შვილი სატენიკ ეზოიანი იმავე გამგეობაში უფრო სპეციალისტი ხდება.

სამსონ ფნჯოიანი - 2014 წლიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

2015 წლის დეკლარაციით მისი მეუღლე, დიანა ტუმასიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის

საკრებულოში მთავარი სპეციალისტია იურიდიულ საკითხებში;

 

თბილისი

ნანა მანიჟაშვილი 2015 წლიდან საბურთალოს რაიონის გამგეობა - მომსახურების განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს;

2016 წლიდან მისი მეუღლე, ლუკა ბურჯალიანი ა(ა)იპ ქ.თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ტექ. ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი  თანამდებობაზე დაინიშნა.

2014 წლის დეკლარაციით - მეგი კალატოზი - ისნის რაიონის გამგეობა, სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

2016 წლის დეკალრაციით - მეგი კალატოზი ისნის რაიონის გამგეობა, ნავთლუღის საუბნო განყოფილების უფროსის - გამგებლის წარმომადგენელი გახდა.

2015 წლის დეკლარაციით მისი დედა მარინა დავითულიანი - ნავთლუღის ტერიტორიული მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა.

2016 წლის დეკლარაციით კი მარინა დავითულიანი ამავე უწყების - ისნის რაიონის გამგეობა ექსპერტ-კონსულტანტი გახდა;

გულო ზუმბაძე - 2014 წლიდან ქ. თბილისის საკრებულო - კომისიის თავმჯდომარე

2015 წლიდან მისი შვილი, ნინო ნოღაშვილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოში შტატგარეშე მოსამსახურეა.

გიორგი ჯიღაურიშვილი - დიდუბის რაიონის გამგეობა - თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების უფროსი

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი დედა, მანანა ჯიღაურიშვილი დიდუბის რაიონის გამგეობაში სოციალურ საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; 2016 წლის დეკლარაციის თანახმად, მანანა ჯიღაურაშვილი დიდუბის რაიონის გამგეობაში აღნიშნულ თანამდებობაზე აღარ მუშაობს. 1

ვასილ ბექაური - 2014 წლიდან ნაძალადევის რაიონის გამგეობა - ნაძალადევის უბნის სამსახურის უფროსის მ/შ (ყოფილი)

2015 წელის დეკლარაციით მისი შვილი, ქეთევან ბექაური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს სპეციალისტად დაინიშნა

ნანა მაისურაძე - 2014 წლიდან კრწანისის რაიონის გამგეობა - გამგებლის მოადგილის მ/შ

2015 წლის დეკლარაციით მისი შვილი, ოთარ ბალანჩივაძე ქ. თბილისის საკრებულოში მთავარ სპეციალისტად იწყებს მუშაობას;

 

რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

სერგო ლობჯანიძე - 2014 წლიდან ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო - კომისიის თავმჯდომარე

2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, რუსუდან რეხვიაშვილი ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია. 2016 წლის დეკლარაციის თანახმად კი, ონის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურულ საგანმანათლებლო ურთიერთობების ცენტრში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.

დავით მუშკუდიანი - 2014 წლიდან ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა - ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, 2015 წლიდან კი შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ირმა ფორჩხიძე  ა(ა)იპ ცაგერის ჯანდაცვის სამსახურის ლაბორანტია.

გოჩა ხუციძე - 2014 წლიდან ქ. ამბროლაურის საკრებულო - კომისიის თავმჯდომარე

2016 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე,  მაკა ჩაჩხიანი  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტია

ზურაბ ლიპარტელიანი - 2014 წლიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი

2016 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე ნაირა ლიპარტელიანი ლენტეხის საკრებულოს წამყვანი სპეციალისტია

ვანო ბაღაშვილი - 2014 წლიდან ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო - კომისიის თავმჯდომარე

2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე იზა რეხვიაშვილი იმავე მუნიციპალიტეტის გამგეობაში განყოფილების უფროსად მუშაობს

მიხეილ დალაქიშვილი - 2014 წლიდან ქ. ამბროლაურის მერია - განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი

2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, რიტა კვინიკაძე ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარ სპეციალისტად მუშაობს

 

შიდა ქართლი

ლიანა ჩლაჩიძე - 2015 წლიდან გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

2016 წლის დეკლარაციით, მისი შვილი, გიორგი ჩლაჩიძე  ა(ა)იპ გორის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტია.

ჯონდო გოჩაშვილი - 2014 წლიდან ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ეკა მინდიაშვილი ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტია. 2016 წლის დეკლარაციაში კი მისი დასაქმების შესახებ ინფორმაცია მითითებული აღარაა, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ეკა მინდიაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე აღარ მუშაობს.

გივი ტაბატაძე - 2012 წლიდან თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო - კომისიის თავმჯდომარე

2014 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ირმა ჭავჭავაძე თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსია

იური ქობესაშვილი - 2014 წლიდან ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო - ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე

2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, მადონა სხირტლაძე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფელ ზღუდრის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის პოზიციას იკავებს

თამაზ ლომიძე - 2014 წლიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა - შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

მისი მეუღლის მსგავსად, მანანა მკერვალიძე 2014 წელს იწყებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეკონომიკური განვითარების სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების სპეციალისტად მუშაობას

 

იმერეთი

ალექსანდრე მოსიაშვილი - 2014 წლიდან საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა - ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ასმათი აბრამიშვილი ა(ა)იპ საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის უფროსი სპეციალისტია.

პაატა გოგოლაძე - 2013 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა - გამგებლის პირველი მოადგილე

2015 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე, ირმა დეკანოსიძე  ააიპ ხარაგაულის შიდა ტურიზმისა და განვითარების ხელშეწყობის ცენტრის სპეციალისტი და ააიპ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის გიდი ხდება. 2016 წლის დეკლარაცაში მის სამსახურად მხოლოდ ააიპ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის გიდის პოზიციაა აღნიშნული.

გიორგი ჭიღვარია - 2015 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში  (ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი) რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეა.

2016 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე თამთა ფოფხაძე ააიპ - ქ. ქუთაისის ბაგა - ბაღების  გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე მუშაობს. იქამდე მას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში ეკავა მთავარი სპეციალისტის თანამდებობა

შალვა კუჭუხიძე - 2014 წლიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო - ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე

2015 წლის დეკლარაციით, მისი შვილი ვასილ კუჭუხიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტია

გელა მშვილდაძე - 2015 წლიდან ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე

2015 წლის დეკლარაციით, მისი შვილი ზურაბ მშვილდაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კურიერად მუშაობდა, 2016 წლის დეკლარაციის თანახმად კი, ის ფონდის ოპერატორის თანამდებობას იკავებს

ვახტანგი გვენეტაძე - 2015 წლიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა - საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

2016 წლის დეკლარაციით, მისი მეუღლე ქეთევან ჯანელიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს სპეციალისტად მუშაობს

 

ქვემო ქართლი

ნაბი აბდულაევი - 2014 წლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო - თავმჯდომარე

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი რძალი, ფამილა ნასიბოვა მისი რძალი სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. სადახლოს #2 საჯარო სკოლის პედაგოგი ხდება. იმავე დეკლარაციის პედაგოგად მუშაობას იწყებს მისი მეუღლეც, თამაშა ნაბიევა

ვალენტინა ნავერიანი - 2014 წლიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა - გამგებლის მოადგილე

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი შვილი, ვლადიმერ კაპანაძე ააიპ ბოლნისის მუნიციპალური

სტადიონებისა და მოედნების სამსახურის

რეკვიზიტორ-კონტროლიორი ხდება

კოტე ბოჭოიძე - 2014 წლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო - კომისიის თავმჯდომარე

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ჟანა ბარნოვი ა(ა)იპ მარნეულის

მუნიციპალიტეტის დაავადებათა

კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანდაცვის ცენტრის მთავარი სპეციალისტი ხდება. 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით კი მისი შვილი, მარი ბოჭოიძე ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპეციალისტის პოზიციას იკავებს

თეიმურაზ თეთრაძე 2013 წლიდან დმანისის გამგეობაში მუშაობს, ამჟამად ის ინფრასტრრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფოსია.

2014 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი შვილი, თამარა თეთრაძე  დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის მოადგილის მ/შ-დ დაინიშნა, როდესაც მამამისი  გამგებლის მოადგილის მ/შ იყო

მიხეილ ბახუტაშვილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე 2014 წელს ხდება

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ეკატერინე მანგოშვილი გამგეობის სპეციალისტად იწყებს მუშაობას

გიორგი ავალიშვილი - 2014 წლიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო - კომისიის თავმჯდომარე

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ირმა ზურაბიანი იმავე გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების განყოფილების  უფროსი ხდება.

 

მცხეთა-მთიანეთი

გიორგი ელოშვილი - 2014 წლიდან ქ. მცხეთის მერია - მერის მოადგილე

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მამა, რევაზ ელოშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად ინიშნება

ვლადიმერ შერმადინი - 2005 წლიდან ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა - გამგებლის პირველი მოადგილე

2013 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი შვილი, დავით შერმადინი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საფინანსო სამსახურის მთავარი სპეციალისტია

 

ააიპ-ები, სსიპ-ები

გიორგი შარაბიძე - 2014 წლიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია - თავმჯდომარის მოადგილე.

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ანა შეყრილაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტატგარეშე მოსამსახურეა.

დალი კაპანაძე - 2012 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2014 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, თენგიზ ქურდაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურე გახდა. 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით კი ის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტის პოზიციას იკავებს.

ლევან ხარატიშვილი - 2013 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - მინისტრის მოადგილე

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ირინე ბაღდადიშვილი სსიპ საქართველოს კულტურული

მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული

სააგენტოს სპეციალისტია

ამირან დათეშიძე 2012 წლიდან შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე  მუშაობს. ამჟამად ის სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი

2014 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, თამარ პაპავა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შტატგარეშე თანამშრომელი გახდა როდესაც ამირან დათეშიძე  სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი და პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მ/შ იყო

 
ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა გიორგი ჯიღაურაშვილი და განმარტა, რომ მისი დედა 2014 წლის 1 სექტემბრიდან აღარ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას და ამასთანავე, გიორგი ჯიღაურაშვილს და მანანა ჯიღაურაშვილს პარალელურად არ უმუშავიათ დიდუბის რაიონის გამგეობაში.
 
ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი როსტომ თორღაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მისი მეუღლე სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში 2004 წლიდან, მათ დოჯახებამდე პერიოდიდან მუშაობს. 2014 წელს კი ის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.
ბლოგპოსტის გამოქვეყნების შემდეგ მასში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ჩვენ დაგვიკავშირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პრესსამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კორნელი წურწუმიას მეუღლე საჯარო სამსახურში ხსენებულ პოზიციაზე იქამდე მუშაობდა, ვიდრე ის კორნელი წურწუმიაზე დაქორწინდებოდა.
Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“