GEO

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გამართული შეხვედრების შუალედური ანგარიში

25 December, 2013

დღეს კოალიციური პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში ზუგდიდში მოქალაქეების, ადგილობრივი მოხელეებისა და მედიისთვის მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 

ანგარიში ეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიულ ორგანოში ჩატარებული შეხვედრების შედეგებსა და გამოვლენილ პრობლემებს. პროექტს „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისი „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრთან", ასოციაცია „ათინათთან" ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლობით ახორციელებს.

ანგარიშის თანახმად, სოფლებში ძირითადად ინფრასტრუქტურული და სოციალური თემატიკის პრობლემა გამოიკვეთა. მტკივნეულია სანიაღვრე არხების, გზებისა და საბავშვო ბაღების თემები. 

პროექტი "საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის" "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მხარდაჭერითა და "შვედეთის განვითარების სააგენტოს" ფინანსური დახმარებით ხორციელდება.