გაუგზავნეთ საქართველოს მთავრობას თქვენი შეთავაზებები
რომ მოვისურვოთ ჩვენი შემოთავაზების მთავრობამდე მიტანა, ჩვენი წუხილის გამოხატვა, როგორ ფიქრობთ, მთავრობა მოგვისმენს? ან როგორ შეიძლება მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას? ვიცით, სად გავგზავნოთ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე, ისე რომ ის მთავრობის ყურამდე მივიდეს? ამ კითხვებზე მსოფლიოს გარშემო ადამიანების უმეტესობა ალბათ გვიპასუხებს არაო.
ღია მმართველობის პარტნიორობა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ბრაზილიამ წამოიწყეს, სწორედ ამ პრობლემის გამოსწორებისკენ არის მიმართული. პროექტის მიზანია მთავრობები რაც შეიძლება გახსნილები იყვნენ და ამ პროცესში ყველა ჩაერთოს, მათ შორის შენც! მაგალითისათვის, ლატვიაში მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ ვებგვერდის გამოყენება, რათა საკუთარი წინადადებებითა და ინიციატივებით პირდაპირ მიმართონ პარლამენტს. აღნიშნული პოსტი კი ქართულ რეალობაზეა ფოკუსირებული და ბოლომდე თუ მიყვები მას, გაიგებ როგორ შეგიძლია დაეხმარო შენს მთავრობას გახდეს უფრო ღია და გულისხმიერი.
საქართველომ გამოხატა სურვილი, შეუერთდეს ღია მმართველობის პარტნიორობას. ამისათვის მან უნდა განავითაროს ორწლიანი გეგმა, რათა გააუმჯობესოს თავისი პრაქტიკა ღიაობის კუთხით და უზრუნვეყოს პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. საქართველოს მთავრობამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სხვა არასამთვრობო ორგანიზაციებთან ერთად სამოქმედო გეგმის შესაფასებლად მოიწვია. ორგანიზაციამ საკუთარი შეხედულებები მიაწოდა მთავრობას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
თუმცა ჩვენი ვფიქრობთ ეს საკმარისი არაა და საქართველოს მოქალაქეებსაც უნდა შეეძლოთ საკუთარი აზრი გამოთქვან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
შენი შეხედულება რომ მიაწოდო მთავრობას, შემდეგი რამ უნდა გააკეთო:
- წაიკითხო მთავრობის მიერ შემუშავებული ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია;
- მოიფიქრო, როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება, ან გამოიყენო ჩვენი მოსაზრებები;
- გაუგზავნო შენი მოსაზრებები საქართველოს მთავრობას;
- დაპოსტო შენი კომენტარი შემდეგ გვერდზე: www.WatchTheOGP.org და შეგვატყობინე, მოგივიდა თუ არა პასუხი. ვებგვერდი ყველასათვის ღიაა და ის არ არის OGP-ს დაქვემდებარებული. ჩვენ გამოვაქვეყნებთ ნებისმიერ კომენტარს (გთხოვთ, თავი შეიკავოთ ბილწსიტყვაობისაგან) და წარმოვადგენთ ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაზე ბრაზილიაში, რომელიც აპრილში ჩატარდება. ამასთანავე, ამ შემოთავაზებებს პარალელურად გამოვაქვეყნებთ მთავრობის სამოქმედო გეგმასთან ერთად.
ველით გამოხმაურებას!