კიდევ ერთხელ მუშტაიდის შესახებ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კიდევ ერთხელ მუშტაიდის შესახებ

15 თებერვალი, 2012
როგორც გასული წლის ოქტომბერში ჩვენს ბლოგზე ვწერდით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეეცადა მოეპოვებინა თბილისის მერიასა და კომპანია „ჯეო გოლდს“ შორის მუშტაიდის ბაღის მენეჯმენტთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, თუმცა, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ ხსენებული დოკუმენტის გაცემაზე უარი გვითხრა და მოგვწერა, რომ ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენდა.

ორიოდე კვირის წინ ინტერნეტით გავრცელდა თბილისის მერ გიგი უგულავასთან ჟურნალ „ტაბულას“ ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, მუშტაიდის ბაღის იჯარაც იყო განხილული. თბილისის მერმა ინტერვიუში ბრძანა, რომ მუშტაიდის კონტრაქტი კომერციულ საიდუმლოს არ წარმოადგენს და რომ მერია მზად არის გამოაქვეყნოს ამ ტიპის ყველა ხელშეკრულება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიესალმება თბილისის მერის განცხადებას და იმედს გამოთქვამს, რომ მერია უახლოეს მომავალში შეასრულებს დაპირებას, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას, გაეცნოს  მუშტაიდის ბაღის მართვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების დეტალებს.

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო