სადღესასწაულო სუფრა თეთრიწყაროელ ამომრჩეველს
საინფორმაციო სააგენტომ „INFO 9” ოთხ ივნისს გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომელშიც მოთხრობილია თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის - დავით ბეჟუაშვილის მიერ მოსახლეობისთვის სადღესასწაულო სუფრით გამასპინძლების შესახებ. ასეთი ქმედება შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა და საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას.
როგორც ვიდეო რეპორტაჟის ერთ-ერთი რესპონდენტი ყვება, ასურეთობის დღესასწაულის წინა დღეს ჩამოიარეს „მოპატიჟეებმა“ და უთხრეს, რომ დავით ბეჟუაშვილი ეპატიჟებოდათ სუფრაზე. სიუჟეტში ასევე ჩანს სადღესასწაულო სუფრის სამზადისი და თავად მაჟორიტარი დეპუტატი. გარდა ამისა, საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ მოსახლეობის ცნობით, დავით ბეჟუაშვილი „მსგავს სუფრებს სხვა სოფლებშიც ინტენსიურად შლის“.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1641მუხლით კი,საარჩევნომიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის ან სხვა ქონების გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, სახეზე იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. გასათვალისწინებელია, რომ ქმედების განმახორციელებელი პირი, პოლიტიკური გაერთიანების მიერ პოლიტიკური ნიშნით არის წარდგენილი და მასთან ასოცირდება, რაც ამ პირის საარჩევნომიზნების არსებობას უსვამს ხაზს. მივმართავთ საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს პროკურატურას, გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
საქართველოს პროკურატურისა და კონტროლის პალატისადმი გაგზავნილი წერილები იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.