1990 წლიდან 2016 წლამდე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

1990 წლიდან 2016 წლამდე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში

07 ნოემბერი, 2016

1990 წლიდან საქართველოში  ცხრაჯერ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტი აირჩია.  

მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნების შემდგომ განსაკუთრებით აქტუალური გახდა საკითხი, თუ რამდენად გამართლებულია ერთი პოლიტიკური პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმომადგენლობა საკანონდებლო ორგანოში და პირიქით, პოლიტიკური ძალების მრავალფეროვნებამ რა დადებითი შედეგი შეიძლება მოიტანოს ქვეყნისათვის.    

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს  საარჩევნო სუბიექტს, რომელიც წარმოადგენს რეგისტრირებული პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქართველო” დაინტერესდა 1990 წლიდან 2016 წლამდე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლობით საკანონმდებლო ორგანოში, ასევე არჩეულ წევრთა  რაოდენობით და კანონმდებლობით გათვალისწინებული საარჩევნო ბარიერით.  
  • ყველაზე მეტი პოლიტიკური სუბიექტი  მეორე მოწვევის პარლამენტში იყო წარმოდგენილი (1992 - 1995 წლები), როდესაც საარჩევნო  ბარიერი 24-მა პარტიამ გადალახა.
  • დეპუტატების რაოდენობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო უზენაესი საბჭო 247 წევრის შემადგენლობით.

  • საარჩევნო ბარიერის ყველაზე დაბალ ზღვარს წარმოადგენდა 2 %, ყველაზე მაღალს - 7 %.

  • მხოლოდ ორი საარჩევნო სუბიექტი იყო წარმოდგენილი მერვე მოწვევის პარლამენტში (2012-2016 წლები), თუმცა ბლოკი ქართული ოცნება ექვს პარტიას აერთიანებდა.

  • 1990 წლიდან  მერვე მოწვევის პარლამენტის ჩათვლით  საკანონდებლო ორგანოს ჰყავდა 1216 წევრი,

  • ყველაზე მეტი მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ: აკაკი ბობოხიძე (6 მოწვევის პარლამენტის წევრი) და  გიორგი ბარამიძე (5 მოწვევის პარლამენტის წევრი)

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“