გამოიწვია თუ არა ლარის კურსის გაუფასურება დოლარის გამყარებამ?
30 იანვარი, 2015
ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება გამოითქვა. ერთ-ერთი ბოლო ახსნის მიხედვით, რომელზეც ხელისუფლებაც აპელირებს, ამერიკულ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა დოლარის საყოველთაო გამყარებით არის გამოწვეული.