ENG

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014: განახლებადი ბლოგი

15 ივნისი, 2014

08:30 სთ – 450-მდე დამკვირვებელითა და თანამშრომლით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დღევანდელ არჩევნებს თბილისსა და ხუთ რეგიონში აკვირდება. მოხარულები ვართ, რომ 15 ივნისის არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩვენს მისიას შემოუერთდა „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ რომელიც ქვემო ქართლის ოლქებს აკვირდება. 

 

 

დიდუბის 31-ე უბანი 7 საათამდე გაიხსნა და, შესაბამისად, 7-დან 8 საათამდე ჩასატარებელი პროცედურები დასაშვებ დროზე ადრე ჩატარდა. დამკვირვებლებს არ მიეცათ საშუალება, წილისყრის პროცედურას დაკვირვებოდნენ, რაც ჩვენმა წარმომადგენელმა საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა. 

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ისნის მე-6 უბანზეც, სადაც ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ, პროცედურები თავიდან ჩაატარდა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასაკვირვებელ უბნებზე კენჭისყრა დროულად, 8 საათზე დაიწყო.

 

ფოტო: კენჭისყრის პროცესი სამგორის 48-ე უბანზე, 8:22 სთ. ავტორი: ჩვენი დამკვირვებელი, მარიამ გიგაშვილი.

 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“