ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესის მიღმა - გენდერული დისბალანსი კახეთის რეგიონის თვითმმართველობებში
08 სექტემბერი, 2016
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ. ბოლო მსგავსი მასშტაბური კვლევა ორგანიზაციამ მიმდინარე წლის მაისში გამოაქვეყნა: დადგინდა, რომ დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ხელმძღვანელი პოზიციების აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცებს უკავიათ - ქალები ძალიან მწირად არიან წარმოდგენილები როგორც არჩევით ორგანოებში, ასევე აღმასრულებელი რგოლის მაღალ პოზიციებზე.
ორგანიზაცია ამჯერად დაინტერესდა კახეთის რეგიონში არსებული ვითარებით და საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ვასაჯაროებთ კვლევის შედეგებს.