ქონებრივი დეკლარაციების ანალიზი: რა მანქანებს ფლობენ პარლამენტის წევრები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. ამჯერად, ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფ მანქანებზე შევაგროვეთ ინფორმაცია.
დეპუტატები ვალდებულები არიან, დეკლარაციაში მიუთითონ მოძრავი ქონება, თუ მისი ღირებულება 10 000 ლარს აღემატება. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა არის კონკრეტული ნივთის ზუსტი ღირებულება. ფაქტობრივად, დეკლარაციის შემვსები თავად განსაზღვრავს, აღემატება თუ არა მისი ავტომობილის ღირებულება 10 000 ლარს.
ავტომობილის მფლობელობა დეკლარაციებში დეპუტატების დაახლოებით ნახევარს აქვს მითითებული, თუმცა ზოგ შემთხვევაში მანქანის მფლობელებად პარლამენტარების ოჯახის წევრები არიან მოხსენიებული. არის დეკლარაციები, სადაც არ არის დაკონკრეტებული მანქანის გამოშვების წელი ან მწარმოებელი.
პარლამენტარებს შორის ავტომობილის ყველაზე პოპულარული მარკები Mercedes, Toyota, BMW, Volkswagen და Toyota LEXUS-ია. 2010 წლის შემდეგ გამოშვებული ავოტმობილი პარლამენტის სულ 6 წევრს აქვს. 16 დეპუტატს და მათ ოჯახის წევრებს კი ერთზე მეტი ავტომობილი აქვთ. მათ შორის, ყველაზე მეტი, 7 ავტომობილი კობა ნაყოფიას და მისი ოჯახის წევრებს აქვთ.
კონკრეტული ინფორმაცია პარლამენტის წევრების ავტომობილების შესახებ იხილეთ თანდართულ ინფოგრაფიკზე, რომლის მონაცემებიც დეპუტატების მიერ შევსებულ უკანასკნელ ქონებრივ დეკლარაციებზეა დაფუძნებული, ხოლო სრული ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.