რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია შუახევის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი
შუახევის მუნიციპალიტეტი ვებ-გვერდზე ინფორმაციას სრულად არ აქვეყნებს. საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები. ჩვენ უკვე შევისწავლეთ რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის ვებ-გვერდი, ამჯერად კი შუახევის მუნიციპალიტეტის შედეგებს წარმოგიდგენთ:
შუახევის საკრებულომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი 2016 წლის 29 იანვარს დაადგინა;
მიღებული დადგენილება შეესაბამება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
თუმცა შუხევის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (www.shuakhevi.ge) დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაცია სრულად არ ქვეყნდება;
არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მერიის და საკრებულოს სტრუქტურისა და მათი ფუნქციების შესახებ, არ არის გამოქვეყნებული ცალკეული სამსახურების დებულებები, ასევე ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ, ვებ-გვერდზე არ ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ და ა.შ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს შუახევის მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 29 იანვარს მიღებული დადგენილებებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით