შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტისა და არსებული პრაქტიკის მიმოხილვა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტისა და არსებული პრაქტიკის მიმოხილვა

31 ოქტომბერი, 2017

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს 5 ივნისს დარეგისტრირებულ მთავრობის ინიციატივას- კანონის პროექტს „შრომის უსაფრთხოების შესახებ”. შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა და მიმდინარეობდა დისკუსია ასევე საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. უმნიშვნელოვანესია, კანონმა უზრუნველყოს დასაქმებულთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ეფექტური გარანტიები, ნაცვლად არაეფექტური და კორუფციისკენ მიდრეკილი სისტემის შექმნისა. შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სახელმწიფო იყენებდეს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რომელიც უკვე გაწერილია ჩვენ კანონმდებლობაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლისა და XXXI თავით გათვალისწინებულ სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის შემთხვევებზე 2012-2017 წლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 209 შემთხვევაში, აქედან 20 შემთხვევაში შეწყდა დევნა. საერთო სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად 2012-2017 წლებში, საქალაქო და რაიონული სასამართლოების მიერ განხილულია 130 საქმე, სასჯელის ზომად და სახედ ბრალდებულ პირებთან მიმართებაში მეტწილად გამოყენებულია პირობითი მსჯავრი და საპროცესო შეთანხმება, მხოლოდ 12 შემთხვევაში იქნა გამოყენებული თავსუფლების აღკვეთა.

შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ასევე განპირობებულია საერთაშორისო აქტებით ნაკისრი ვალდებულებებით. გასათვალისწინებელია ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რაც კონკრეტულ შემთხვევებზე არასათანადო რეაგირებაში გამოიხატება