“საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო” 5 ივლისს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში დაიცავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 18 აპრილს სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს ტელეკომპანიების “მთავარის”, “ფორმულასა” და “TV პირველის”, ასევე On.ge - ს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებების დასაცავად, რომელთა წინაშეც სახელმწიფომ არ შეასრულა მასზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და არ უზრუნველყო მათი უსაფრთხო საქმიანობა.