საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების კამპანიის დაფინანსება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2021 წლის 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. კვლევისთვის შერჩეულ იქნა არჩევნებში მონაწილე ის 13 საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ან წლის განმავლობაში მინიმუმ 100,000 ლარი შესწირეს.