ENG
არჩევნები
19 ივნისი, 2017

რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის

2011 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო, საარჩევნო კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა,რამაც ხელი შეუწყო მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას. თუმცა, გასული არჩევნების  გამოცდილებიდან გამომდინარე კვლავ რჩება პრობლემური საკითხები, რაც გასწორებას საჭიროებს.

07 ივნისი, 2017

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალ წესზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში 5 ივნისს დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში.

10 მარტი, 2017

„ქართული ოცნების” დაფინანსება სხვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას მნიშვნელოვნად აღემატება

2017 წლის 10 მარტი, თბილისი -  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პრესკონფერენციაზე წარმოგიდგენთ ანგარიშს, რომელშიც შეფასებულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხები. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე არსებულ დროის შუალედს.

31 ოქტომბერი, 2016

2016 წლის 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 197 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 28 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს. 

30 ოქტომბერი, 2016

განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (12:00-19:30)

ჩვენი დაკვირვებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური კვლავ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 9 საჩივარი.

30 ოქტომბერი, 2016

განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-12:00)

  ჩვენი დაკვირვებით ამ ეტაპზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა ის საარჩევნო უბანი, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები იმყოფებიან, დროულად გაიხსნა.

გვერდები