ENG
არჩევნები
28 ოქტომბერი, 2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციები მეორე ტურის წინ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პირველ ტურში, ასევე, 8 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არჩევნების ორგანიზებაში ჩართულ ყველა მხარეს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

27 ოქტომბერი, 2016

ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა 2002 - 2016

ყოველ არჩევნებზე ხმების დათვლისას ბიულეტენების გარკვეული რაოდენობა ბათილად ცხადდება. წარმოგიდგენთ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე მაჟორიტარული და პროპორციული და ასევე 2002 წლიდან ჩატარებულ არჩევნებზე გაბათილებული ბიულეტენების სტატისტიკას.

25 ოქტომბერი, 2016

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესაძლოა TNS-ს ეგზითპოლების საფასური არ გადაუხადოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზითპოლის მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების საბოლოო შედეგებს მნიშვნელოვნად აცდა.

10 ოქტომბერი, 2016

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი დამკვირვებლების თვალით

8 ოქტომბრის არჩევნებს სახალისო და საინტერესო ამბების გარეშე არ ჩაუვლია. გთავაზობთ ჩვენი დამკვირვებლების მიერ გადაღებულ ფოტოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

09 ოქტომბერი, 2016

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 400 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 52 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს.

08 ოქტომბერი, 2016

განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (12:00-16:00)

ჩვენი დაკვირვებით ამ ეტაპზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 70-მდე წვრილი და მეტნაკლებად სერიოზული დარღვევა. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ მიერ  დაიწერა 9 საჩივარი. 12:00 საათის შემდეგ სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი:  

08 ოქტომბერი, 2016

განცხადება მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ (07:00-12:00)

ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ, ჩვენი დაკვირვებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჩვენი სტატიკური დამკვირვებლები არიან განლაგებულნი, დროულად გაიხსნა.

07 ოქტომბერი, 2016

განახლებადი ბლოგი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

  01:00 - ზუგდიდის 66.67 საარჩევნო ოლქში სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე შეიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც დაამტვრია საარჩევნო ყუთები და დაარბია უბანი.  ასევე ქუთაისის 49.59 ოლქის 90-ე უბნის მიმდებარედ მოხდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი.

გვერდები