ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა. იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი გააჩნდა, მან და მისმა მეუღლემ ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს 5 უძრავი ქონების – 224.72 კვ.მ.
2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს
თბილისი, 2020 წლის 23 იანვარი - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან.
მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული დარღვევები გამოავლინა.
სახელმწიფოს მიტაცება საქართველოში ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა
განცხადება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. კორუფციის სხვადასხვა ფორმასთან გამკლავება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოსთვის.
„მბრუნავი კარის“ პრობლემა საქართველოში: კანონმდებლობისა და აღსრულების ხარვეზები
საქართველოში პრობლემად რჩება კორუფციის რისკები, რომლებიც ყოფილი თანამდებობის პირების კერძო სექტორში გადანაცვლებას უკავშირდება. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის ხარვეზები, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ნორმის პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმის არარსებობაა.