საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მზარდი ნიშნები შეშფოთებას იწვევს
გამოქვეყნებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ
გამოქვეყნებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ
თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციებისა და ბიოგრაფიების შესწავლის საფუძველზე, ჩანს, რომ კვლავაც გრძელდება საჯარო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციებზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებიდან წამოსული კადრების დანიშვნის ტენდენცია.
კორუფციის სავარაუდო შემთხვევების შესახებ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციაზე საგამოძიებო სტრუქტურების რეაგირება ნელი, გაუმჭვირვალე და არაეფექტური იყო, რაც საქართველოში ანტიკორუფციული სისტემის რეფორმირების საჭიროებაზე მიუთითებს.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) გლობალური სამიტის ორგანიზებისთვის, სულ მცირე, 1,78 მლნ ლარი დაიხარჯა და ამ თანხის უდიდესი ნაწილი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, რაც ეწინააღმდეგება როგორც სარეზერვო ფონდის დანიშნულებას, ასევე თავად „ღია მმართველობის პარტნიორობისა“ (OGP) და კარგი მმართველობის პრინციპებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.