მართლმსაჯულება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
მართლმსაჯულება
29 იანვარი, 2018

არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

2018 წლის 12 იანვარს  ბელაქნის (აზერბაიჯანი) რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო წაყენებულ ბრალდებებში და მას  სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აფგან მუხთარლის უდანაშაულობის დადასტურება.

26 იანვარი, 2018

საქართველოს პრეზიდენტს მოვუწოდებთ მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს

ქართული საზოგადოება თითქმის ნახევარი წელია დემირელის სახელობის კერძო  კოლეჯის პედაგოგისა და მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ უსამართლობასა და მისი ოჯახის ტრაგედიას  ადევნებს თვალს.

20 იანვარი, 2018

„ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს

ვეხმიანებით კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ საქმე სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მართლმსაჯულების სისტემა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის კუთხით სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

07 დეკემბერი, 2017

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გამოძიებას

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, დაბა ხარაგაულში მცხოვრებმა 30 წლის ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რასაც რამდენიმე დღით ადრე, წინ უძღვოდა მისი “დაკითხვა” ადგილობრივ პოლიციაში და გაურკვეველი დანაშაულებრივი ფაქტების აღიარების იძულება.

გვერდები