მედია — ძალადობისა და ტოტალური უკანონო მოსმენების სამიზნე: წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არჩევნების წინ ტრადიციულად წარმოგიდგენთ მედიაგარემოს შეფასების ანგარიშს, რომელიც მოიცავს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს. მასში მოყვანილი ცალკეული მაგალითები აღწერს იმ ძირითად ტენდენციებს და გამოწვევებს, რომლის წინაშე დღეს ქართული მედია დგას.