ENG
მუნიციპალიტეტი
12 ივნისი, 2015

2012-2014 წლებში თვითმმართველობებში გაცემულმა პრემიებმა და სახელფასო დანამატებმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს ანგარიშს 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ. ორგანიზაციამ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის თბილისის რაიონებიდან, გამოითხოვა.