საკუთრება მესტიაში, შერჩევით აღიარებული ტრადიციული საკუთრება
მესტიაში მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია დღეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა მიწებს ტრადიციულად, მკვიდრი მოსახლეობის ადათ-წესებითა და წინაპართა მიერ მიწების შეთანხმების წესით გადანაწილების პრინციპით ფლობს.