10 ივლისი, 2015
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამოწვევად გამარტივებული შესყიდვები რჩება
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებულმა ძირეულმა რეფორმებმა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალედ აქცია, რასაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მაღალი შეფასება მისცა.