საჯარო სამსახური - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
საჯარო სამსახური
10 აპრილი, 2017

კორუფციის რისკები შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აგრძელებს სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კვლევას.

08 ნოემბერი, 2016

თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში. ასეთი შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა.

22 დეკემბერი, 2015

2014-2015 წლებში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი: ანტიკორუფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეაფასა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის შესრულება 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე.

22 სექტემბერი, 2015

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და მის თანმდევ კანონებში ცვლილებებს.

12 ივნისი, 2015

2012-2014 წლებში თვითმმართველობებში გაცემულმა პრემიებმა და სახელფასო დანამატებმა 100 მილიონ ლარს გადააჭარბა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს ანგარიშს 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ. ორგანიზაციამ ინფორმაცია 59 მუნიციპალიტეტიდან და 12 თვითმმართველი ქალაქიდან, მათ შორის თბილისის რაიონებიდან, გამოითხოვა.

გვერდები