შესყიდვები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
შესყიდვები
06 აპრილი, 2022

სენაკის საკრებულოს ყოფილმა წევრმა კომპანია გააჩუქა და ტენდერებს ისევ იგებს

„ქართული ოცნებიდან” სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრის, დათო ადამიას კომპანია შპს „დაგი” სახელმწიფო შესყიდვებში ამჟამად შეცვლილი მონაცემებით მონაწილეობს.

01 აპრილი, 2022

საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო დავების იურიდიულ მომსახურებაზე 2017-2021 წლებში 135 მლნ ლარი დახარჯა

2017-2021 წლებში საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა 135 მლნ ლარის 96 მსხვილი[1] კონტრაქტი გააფორმეს, ძირითადად უცხოურ კომპანიებთან.

29 მარტი, 2022

პანდემიის დროს განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები: ძირითადი მონაცემების ანალიზი და კორუფციის რისკები

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით  1.7 მლრდ ლარამდე ჯამური ღირებულების 21 ათასამდე მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა. „კოვიდ 19“-ით გამოწვეულმა ხარჯმა გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებში დაახლოებით 715 მლნ ლარი შეადგინა.

24 მარტი, 2022

წყალტუბოს საკრებულოს წევრის კომპანიებმა 63 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს

წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებმა შპს “ჯ და ჯ”-მ და შპს “როსტვერკმა” 100 ტენდერისა და 11 გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 63,039,857 ლარი მიიღეს.  ჯეირან ომანაძე პოლიტიკური შემწირველიცაა, მან და მისმა კომპანიამ “

24 მაისი, 2021

საეჭვო შესყიდვები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

  ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ძმა და მამა იგებენ. ქარჩავები ამავე დროს ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან. მათ 2011 წლიდან დღემდე 3,377,519 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.

05 თებერვალი, 2021

10 კომპანია, რომელმაც 2020 წელს ყველაზე მეტი თანხა მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებიდან

  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა 10 ქართული კერძო კომპანია, რომელმაც 2020 წელს გამარტივებული (პირდაპირი) სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო. გასულ წელს ათივე კომპანიამ ჯამში 165 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღო.

07 დეკემბერი, 2020

ფოთის მერის ბიზნესპარტნიორის გამარტივებული შესყიდვები

 ფოთის მერის გოჩა კურდღელიას ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის რამაზ გუჯაბიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ - შპს “ხალიბმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2012 წლიდან დღემდე 306,520 ლარი მიიღო.

06 ოქტომბერი, 2020

სისტემური ტენდენციები კახეთის მუნიციპალიტეტების შესყიდვებში

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მიერ 2013-2020 წლებში განხორციელებული ის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები, რომელშიც გამოიკვეთა სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკის საერთო დამახასიათებელი ნიშნები:

გვერდები