ადამიანის უფლებათა იურისტი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ადამიანის უფლებათა იურისტი

ჩვენ შესახებ 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge.

 

ვაკანსიის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას უფასო იურიდიული დამხმარების ცენტრისათვის სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სრულ განაკვეთზე მომუშავე  ადამიანის უფლებათა იურისტის პოზიციაზე. 

 

სახელფასო განაკვეთი: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ყოველთვიური მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი

 

ძირითადი მოვალეობები:

  1. სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება. საჭიროების შემთხვევაში, საქმეებზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;
  2. ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით საველე გასვლითი ღონისძიებების განხორციელება;
  3. ადამიანის უფლებების დაცვის ადვოკატირება, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.
  4. სისხლის სამართლის სისტემის გაუმჯობესებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო ინიციტივების მომზადება, ადვოკატირება და შესაბამის განხილვებში მონაწილეობა;
  5. საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეფორმების შეფასება;
  6. კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და არასამთავობო ორგანიზაციებთან და სხვა აქტორებთან;
  7. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
  8. საჭიროების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სხვა პროექტების დახმარება ანალიტიკური პროდუქტის შემოშავებაში მონაწილეობის კუთხით. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  2. სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსების, აგრეთვე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სიღმისეული ცოდნა.
  3. სისხლის სამართლის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სასამართლო წარმომადგენლობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  4. ადამიანის უფლებების სფეროში კვლევების ჩატარების გამოცდილება; 
  5. ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  6. შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
  7. შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.
  8. სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით ადვოკატის მოწმობა.

 

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი.

დაინტერესებულმა განმცხადებლებმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024  წლის 12 აპრილი, 21:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია  შედგეს Skype / Zoom საშუალებით. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ადამიანის უფლებათა იურისტი“.