განაცხადი კარიკატურის შესაქმნელად - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განაცხადი კარიკატურის შესაქმნელად

 

ჩვენს შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge

აღწერილობა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აცხადებს კონკურსს კარიკატურის შესაქმნელად, ქვემოთ მოცემული მოთხოვნების და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით:

  • კარიკატურის თემა: კორუფცია, რუსული პროპაგანდა, მედია პლურალიზმი, არჩევნები და სასამართლო;
  • კარიკატურის რაოდენობა: ჯამში 12 ცალი;
  • კარიკატურა შესაბამისი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან;
  • დამკვეთთან უნდა შეთანხმდეს ვიზუალი და იდეა.

ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირს;
  • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს მოთხოვნის მსგავსი მასალის დამზადების 2 წლიანი გამოცდილება, რის დასატურადაც უნდა გამოგზავნოს მის მიერ შექმნილი ნამუშევრები (პორტფოლიო);
  • მნიშვნელოვანია თემის გადმოცემის კრეატიულობა და ეფექტური ვიზუალიზაცია.

აპლიკაციის პროცესი:

  • განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს 2021 წლის 30 მაისის ჩათვლით მისამართზე jobs@transparency.ge;
  • დასახელებაში მიუთითეთ „კარიკატურა“;
  • Განაცხადი უნდა შეიცავდეს:
  • ამონაწერი (იურიდიული პირის შემთხვევაში) / CV (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
  • შექმნილი ნამუშევრების (კარიკატურების) პორტფოლიო;
  • ღირებულება ლარში, გადასახადების ჩათვლით (ღირებულება უნდა მოიცავდეს 1 კარიკატურის ფასს და ჯამურ ფასს);
  • 12 ცალი კარიკატურის შექმნის ხანგრძლივობა.

გამარჯვებული შეირჩევა შეთავაზებული ფასისა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შეფასების შედეგად. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს საცდელი პროდუქტის შექმნა.