ინფორმაციის ოფიცერი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ინფორმაციის ოფიცერი

 

ჩვენ შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge.

ვაკანსიის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ინფორმაციის ოფიცრის პოზიციაზე. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი განახორციელებს ორგანიზაციის ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების  მართვას.

სახელფასო განაკვეთი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: კომუნიკაციების და PR მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განცხადებების, ბლოგ პოსტების, კვლევითი პუბლიკაციების და სხვადასხვა ინფორმაციის მომზადება, რედაქტირება, გამოქვეყნება,  და განახლება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • ორგანიზაციის სოციალური ქსელის (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram) გვერდების მართვა და განახლება, მათ შორის ხარისხიანი კონტენტის შექმნა და განთავსება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • სოციალურ ქსელში განსათავსებელი კონტენტის შესაბამისი დიზაინის შერჩევა და განახლება;
  • ყოველკვირეული ნიუსლეთერის მომზადება და გავრცელება;
  • სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელება;
  • სოციალურ ქსელში ორგანიზაციის რეპუტაციაზე ზრუნვა და მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
  • სოციალური ქსელის გვერდების შედეგების პერიოდული ანალიზი და რეპორტინგი;
  • კომუნიკაციების და PR მენეჯერის დახმარება და შესაბამისი სამუშაო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი მედია, კომუნიკაციების ან სხვა შესაბამის სფეროში;
  • მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ვებ-გვერდის (სასურველია Drupal ან სხვა CMS სისტემასთან მუშაობის გამოცდილება) და სოციალური ქსელის გვერდების (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram) მართვაში;
  • საქართველოს მმართველობის სისტემის, მისი ძირითადი სუბიექტებისა და ინსტიტუტების საფუძვლიანი ცოდნა;
  • გამჭვირვალობისა და ანტი-კორუფციული მექანიზმების საფუძვლიანი ცოდნა და მეტის გაგების სურვილი;
  • მაღალ დონეზე წერისა და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე მაღალ დონეზე საუბრისა და წერის უნარი;
  • შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
  • დამოუკიდებლად და პატარა ჯგუფებში მუშაობის უნარი.

განცხადების წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

  1. CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  2. სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, რომელშიც მითითებული იქნება, თუ რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული სამუშაოთი და როგორ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს.

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ოქტომბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. გასაუბრება შესაძლებელია შედგეს Skype-ის / Zoom-ის საშუალებით. სათაურში გთ/ხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ინფორმაციის ოფიცერი”.