იურისტის/ანალიტიკოსი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

იურისტის/ანალიტიკოსი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას კანონის უზენაესობის პროგრამისთვის სისხლის სამართლის მიმართულებით სრულ განაკვეთზე მომუშავე იურისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სახელფასო განაკვეთი: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ყოველთვიური მობილური ტელეფონის ბალანსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

ხელმძღვანელი: კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი

 

ძირითადი მოვალეობები:

  1. ანალიტიკური სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ანგარიშების, კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივების შეფასების მომზადება;
  2. ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;
  3. ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით საველე გასვლითი ღონისძიებების განხორციელება;
  4. კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო და არასამთავობო ორგანიზაციებთან და სხვა აქტორებთან;
  5. საჭიროების შემთხვევაში, მისი საქმიანობის სფეროსა და მის წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების, სამართლებრივი მოსაზრებების მომზადება და მედიასთან კომუნიკაცია;
  6. ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარების, ტრენინგების, პრეზენტაციებისა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
  7. საჭიროების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სხვა პროექტების დახმარება ანალიტიკური პროდუქტის შემოშავებაში მონაწილეობის კუთხით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით);
  2. სისხლის სამართლის  საქმის წარმოების გამოცდილება;
  3. სისხლის ან საერთო მიმართულებით ადვოკატის მოწმობა;
  4. იურიდიული პრაქტიკის  არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  5. ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  6. კვლევის ჩატარების უნარები და შესაბამისი გამოცდილება;
  7. შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
  8. შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი.

 

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი.

დაინტერესებულმა განმცხადებლებმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@transparency.ge

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 24 სექტემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრება შესაძლებელია  შედგეს Skype / Zoom საშუალებით. ორგანიზაცია შესაფერის კანდიდატს დაჩქარებული წესით ეძებს, ამიტომ განაცხადები მიღებისთანავე განიხილება. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „იურისტი“.