ქეთევან შოშიაშვილი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ქეთევან შოშიაშვილი

უფროსი მკვლევარი
print
ketevan.shoshiashvili@transparency.ge

ქეთევან შოშიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გუნდს  2023 წლის ნოემბერში შემოუერთდა, როგორც ანტიკორუფციული გუნდის უფროსი მკვლევარი. მანამდე, მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საქართველოსა და ბრიუსელში, სადაც აშუქებდა დემოკრატიზაციის პროცესებს საქართველოსა და ევროკავშირის სამეზობლოში. ქეთევანი ფლობს საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტიდან და ბაკალავრის ხარისხს საჯარო მმართველობასა და სოციალურ მეცნიერებებში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან. ქეთევანი მონაწილეობდა ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის ღია წყაროს კვლევების პროგრამაში და იკვლევდა საგარეო და ეკონომიკურ პოლიტიკას ვაშინგტონში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მისი სპეციალიზაციის სფეროს წარმოადგენს დემოკრატიზაციის კვლევები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.