ENG

კონკურსი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული/ანიმაციური ფილმების შესაქმნელად

 

ჩვენს შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://transparency.ge

აღწერილობა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აცხადებს კონკურსს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული/ანიმაციური ფილმების (ვიდეო) შესაქმნელად, ქვემოთ მოცემული მოთხოვნების და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.

მოთხოვნები და ვიდეო რგოლების მახასიათებლები:

  • შერჩეული თემატიკის (კორუფცია)კრეატიული მიდგომებით წარმოჩენა, საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლების მიზნით, კორუფციის არსის ალეგორიული გზით გადაწყვეტა;
  • დამკვეთთან უნდა შეთანხმდეს ვიდეო რგოლების ვიზუალი და იდეა;
  • ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს;
  • Ვიდეოს ჯამური რაოდენობა: 10 ცალი;
  • ვიდეო შესაბამისი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან.

ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირს;
  • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს მოთხოვნის მსგავსი მასალის დამზადების 3 წლიანიგამოცდილება, რის დასატურადაც უნდა გამოგზავნოს მის მიერ შექმნილი მინიმუმ 3 ნამუშევარი (ბმულების სახით);
  • მნიშვნელოვანია თემის გადმოცემის კრეატიულობა და ეფექტური ვიზუალიზაცია.

შეთავაზების ვადა და ინსტრუქცია:

  • განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს 2020 წლის 7 ივნისის ჩათვლით მისამართზე jobs@transparency.ge
  • დასახელებაში მიუთითეთ „მხატვრული/ანიმაციური ფილმის დამზადება“
  • Განაცხადი უნდა შეიცავდეს: რეკვიზიტებს, პორტფოლიოს, CV (ფიზიკური პირის შემთხვევაში) / ამონაწერს (იურიდიული პირის შემთხვევაში), პროექტის შექმნის ხანგრძლივობას და ბიუჯეტს (ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
  • განაცხადს თან დაურთეთ უკვე შესრულებული ვიდეომასალები/ბმულები.

გამარჯვებული შეირჩევა შეთავაზებული ფასისა და საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შეფასების შედეგად. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს საცდელი პროდუქტის შექმნა.

Job Duration: 29 May, 2020 - 07 June, 2020
Job Type: Other