ლილი ლეჟავა
უფროსი ანალიტიკოსიlili.lezhava@transparency.ge
ლილი ლეჟავა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული გუნდის ანალიტიკოსის პოზიციაზე 2021 წლის სექტემბერში შემოუერთდა. მანამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა კარგი მმართველობის, მათ შორის საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR), ღია მმართველობის პარტნიორობისა (OGP) და კორუფციასთან ბრძოლის თემატურ მიმართულებებზე.
აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის თითქმის 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან/მისიებთან თანამშრომლობის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების, მათი მონიტორინგისა და შეფასების მიმართულებით.
ლილი ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.