მაკა მალაყმაძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მაკა მალაყმაძე

ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენელი

მაკა მალაყმაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2020 წელს შემოუერთდა და  ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლის პოზიციას იკავებს.

მაკამ, 2002 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ჟურნალისტიკის სპეციალობით. 2006 წელს კი, მიიღო მაგისტრის ხარისხი „ჟურნალისტიკა-მედია მენეჯმენტის“ პროგრამით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

2003-2007 წლებში მუშაობდა „გაზეთ ბათუმელებში“ ჟურნალისტად. 2009-2014 წლებში იყო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ოფისის ჟურნალისტ-კოორდინატორი. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა რამდენიმე მედია საშუალებასთან.

2015-2019 წლებში, მაკა მალაყმაძე „სახალხო დამცველის“ საკონტაქო პირი იყო გურიის რეგიონში. ხოლო, 2016 წლიდან „სამართლიანი არჩევნების“ ოზურგეთის კოორდინატორი.

2014 წელს, მაკა მალაყმაძე საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტი იყო. 2018 წელს, ის სომხეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ENEMO-ს სახელით (The European Network of Election Monitoring Organization). მონაწილეობდა ევროკავშირის პროგრამაში „ახალგაზრდა ევროპელი“, 2010 წელს.