მამუკა ანდღულაძე
პროგრამის მენეჯერი
mamuka.andguladze@transparency.ge
მამუკა ანდღულაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2017 წლის ოქტომბერში შემოუერთდა. ის მედია პროგრამის მენეჯერია.
მამუკა ანდღულაძეს მაგისტრის და დოქტორის ხარისხი ადამიანის უფლებათა და მედია სამართლის მიმართულებით გერმანიაში ზაარლანდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
მამუკა ანდღულაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროპის საბჭოში მედია პლურალიზმისა და ინტერნეტ მმართველობის პროექტების ოფიცრად. ასევე იკავებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ მედია და უფროსი ანალიტიკოსის პოზიციას.